ბოწორისი, ჭვინტის მონასტერი, ელიაწმინდა — შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლი ისტორიულ სამცხეში, ახლანდ. ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ელიაწმინდის ჩრდილოეთით, დაახლ. 1 კმ-ზე, ღრმა ტყიან ხეობაში, ქედის კეხზე.

ბოწორისი
ბოწორისი — საქართველო
ბოწორისი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°43′12″ ჩ. გ. 42°57′17″ ა. გ. / 41.720167° ჩ. გ. 42.954778° ა. გ. / 41.720167; 42.954778
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი

ბოწორისი ერთნავიანი ეკლესიაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ჩრდილოეთით აკრავს მისივე თანადროული აფსიდიანი პატარა ეგვტერი, რომელშიც შესვლა მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება. სამხრეთ შესასვლელის ერთადერთი კარიბჭისგან მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტებია დარჩენილი. ინტერიერში სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელზე თითო პილასტრია, რომელთა პროფილირებულ კაპიტელზე კამარის საყრდენი თაღია ამოყვანილი. ნავის კამარა ქვაყორე დუღაბისაა, შენობის დანარჩენი ნაწილები — თლილი ქვისა. აქა-იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, გარედან ეკლესია შემოსილი იყო სუფთად გათლილი, კარგად ნაწყობი ქვის პერანგით, რომელიც დღეისათვის თითქმის შემოძარცულია. ფასადები მარტივია, მორთულობის გარეშე. კედლებში თითო სარკმელია. საერთო პროპორციებით, ხუროთმოძღვრული დეტალებითა და შესრულების ხარისხით შენობა სამცხის XIII–XVI საუკუნეების უგუმბათო ტაძრების ჯგუფს მიეკუთვნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., საყვარელიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 644.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10989