მემნა ბოცოსძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბოცოსძე, მემნა)

მემნა ბოცოსძე (იგივე ივანე-მემნა) — XIII საუკუნის I ნახევარში ქართველი მოღვაწე, სამცხის დიდგვაროვან ფეოდალთა - ბოცოსძეთა პირველი თაობის წარმომადგენელი, ბოცო ჯაყელის ძე.

სტეფანოს ორბელიანის ცნობით, 1216 წელს მემნა მონაწილეობდა ივანე ათაბაგის (მხარგრძელის) მიერ დვინში მოწვეულ საეკლესიო სასამართლოში. 1226 წელს, ჯალალედინის შემოსევის დროს, რუსუდან მეფემ ბოცოსძე და მის უმცროს ძმას ბოცო ბოცოსძეს დაავალა თბილისის დაცვის ხელმძღვანელობა. ქალაქში მცხოვრებმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს და მემნა მოკლეს, რის შემდეგ მტერი ქალაქში შეიჭრა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966