ბოსტნის წალიკა (ლათ. Polygonum persicaria) — ერთწლოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე საქართველოშიც.

იზრდება მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, მდელოებზე. იყენებენ ხალხურ მედიცინაში, კერძოდ, ბუასილის სამკურნალოდ.

ლიტერატურა

რედაქტირება