ბოსნია და ჰერცეგოვინის რკინიგზა
ბოსნია და ჰერცეგოვინის რკინიგზა წარმოადგენს ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას.
ინფრასტრუქტურა
რედაქტირება2015 წლისთვის რკინიგზის სიგრძე ბოსნიაში ჯამურად 1033 კმ-ს შეადგენს, საიდანაც ელექტროფიცირებულია 392 კმ. რელსებს შორის სიგანე 1435 მმ. სერბთა რესპუბლიკაში რკინიგზას ემსახურება სერბთა რესპუბლიკის რკინიგზა (სერბ. Željeznice Republike Srpske / Жeљeзницe Peпубликe Cpпcкe; შემოკლებით ŽRS / ЖPC; 425 კმ)[1], ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე – ფედერაციის რკინიგზა (ბოსნ. Željeznice Federacije Bosne i Hercegovine; შემოკლებით ŽFBH; 608 კმ)[2]
მეზობელი ქვეყნებიდან ბოსნია და ჰერცეგოვინა რკინიგზით უკავშირდება ხორვატიასა და სერბეთს.
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა
რედაქტირებაბოსნიის ტერიტორიაზე რამდენიმე სარკინიგზო ხაზი აიგო ავსტროუნგრულ პერიოდში. იმ პერიოდში ავსტრია-უნგრეთში სტანდარტულად ითვლებოდა 760 მმ-იანი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. აგებული იყო ათამდე ხაზი, მათ შორის:
- სტაინბაისის ხაზი (ხე-ტყის სამრეწველო კონცერნის სტაინბაისის სახელის მიხედვით, ვისი დაკვეთითაც ააგეს ეს რკინიგზა) – დაახლოებით 400 კმ სიგრძისა, კნინიდან სრნეტიცამდე იყო დაგებული, სრნეტიციდან კი სამად იყოფოდა – პრიედორის, გორნი რიბნიკისა და იაიცეს მიმართულებებზე.[3]
- ბოსნიის ხაზი – ბოსანსკი ბროდიდან სარაევომდე. 268 კმ. განშტოებებიანად 355 კმ.[4]
- დალმაცია-ზელენიკის ხაზი – გაბელადან ზელენიკამდე. 155 კმ. განშტოებებიანად 188 კმ.[5]
ისფრ პერიოდში ვიწროლიანდაგიანი რკინიგზები თანდათანობით გააუქმეს ან სტანდარტულით შეცვალეს. ბოლო ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა ბოსნიაში გაუქმდა 1975 წელს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Membership & RNE network. RailNetEurope. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-24. ციტირების თარიღი: 22/05/2015.
- ↑ Infrastructure - Railway lenght. Railwais of the Fedetaion BH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-09. ციტირების თარიღი: 22/05/2015.
- ↑ STEINBEIS-BAHN.. www.oberegger2.org. ციტირების თარიღი: 22/05/2015.
- ↑ BOSNA-BAHN.. www.oberegger2.org. ციტირების თარიღი: 22/05/2015.
- ↑ ZELENIKA-BAHN.. www.oberegger2.org. ციტირების თარიღი: 22/05/2015.