ბოსნია და ჰერცეგოვინის პოლიტიკური სტრუქტურა

ბოსნია და ჰერცეგოვინს პოლიტიკური სტრუქტურა დეიტონის შეთანხმებაზეა დაფუძნებული. იგი საპარლამენტო კონფედერაციაა, სადაც საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის საპარლამენტო სკუპშჩინას, ხოლო აღმასრულებელი – მინისტრთა საბჭოს. რეალური უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის ბოსნია და ჰერცეგოვინის უმაღლეს წარმომადგენელს, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ოფიციალურად უმაღლესი ორგანოა ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმი, რომელიც სამი წევრისგან ბოსნიელის, ხორვატისა და სერბისაგან, რომლებიც ენაცვლებიან ერთმანეთს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პოსტზე რვა თვეში ერთხელ.

ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა:
    ფედერაცია
    სერბთა რესპუბლიკა
    ბრჩკოს რაიონი

ადმინისტრაციული მოწყობა

რედაქტირება

ქვეყანა წარმოადგენს ორი სუბიექტის ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციისა და სერბთა რესპუბლიკის კონფედერაციას. ორივე სუბიექტს გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია, უზენაესი სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს ბრჩკოს რაიონი, რომელიც საერთო ადმინისტრაციით იმართება.

პოლიტიკური ხელმძღვანელობა

რედაქტირება

საკონსტიტუციო სასამართლო

რედაქტირება

ოფიციალურად, ბოსნია და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, თუმცა მისი გადაწყვეტილებები ხშირად იგნორირებულია.[1] სასამართლო ცხრა წევრისგან შედგება – ოთხს ირჩევს ფედერაციის წარმომადგენელთა პალატა, ორს სერბთა რესპუბლიკის სკუპშჩინა, ხოლო სამს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი ნიშნავს პრეზიდიუმთან კონსულტაციის შემდეგ.
მოსამართლე ხუთწლიანი ვადით ინიშნება, მისი გათავისუფლება მხოლოდ ნებაყოფლობითი გადადგომისა ან სხვა მოსამართლეების საერთო გადაწყვეტილებით შეიძლება.
სამართალწარმოება და განაჩენები საჯაროა. საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის იურისდიქცია კონფედერაციის სუბიექტებს შორის წარმოქმნილ დავებზე, თუ მას მიმართავს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ-მინისტრი, რომელიმე საპარლამენტო სტრუქტურის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე, ან რომელიმე სუბიექტის დეპუტაციის ერთი მეოთხედი. სასამართლოს ასევე გააჩნია სააპელაციო იურისდიქცია ბოსნია და ჰერცეგოვინაში.

საკანონმდებლო ხელისუფლება

რედაქტირება

საკანონმდებლო ხელისუფლება კონფედერაციის ტერიტორიაზე ეკუთვნის საპარლამენტო სკუპშჩინას (ბოსნ. Parliamentarna skupština). სკუპშჩინა შედგება წარმომადგენელთა (ბოსნ. Predstavnički dom) და თემთა პალატისაგან (ბოსნ. Dom naroda). თემთა პალატას ჰყავს 15 წევრი – ხუთი სერბი სერბთა რესპუბლიკიდან, 5 ბოსნიელი და 5 ხორვატი ფედერაციიდან. ისინი ორწლიანი ვადით ირჩევიან. წარმომადგენელთა პალატას 42 წევრი ჰყავს – 14 სერბი, 14 ბოსნიელი და 14 ხორვატი. ისინი ოთხწლიანი ვადით ირჩევიან.