ბორჯომის პლატოს ეკლესია
ბორჯომის პლატოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. აგებულია X-XV საუკუნეებში.
ბორჯომის პლატოს ეკლესია მთის მოსწორებულ ბაქანის კლდეზეა მიშენებული. ეკლესია მდებარეობს პლატოზე არსებული ტურბაზის ბოლოში, ძველი საბაგიროს შენობის კუთხეში ჩაუყვება პატარა ბილიკი კლდის გასწვრივ რომელიც მიდის ეკლესიამდე . ეკლესია გვიანი შუასუკუნეებით თარიღდება. ნაგებია უხეში რუხი ფერის ქვებით და ისეა შეხამებული კლდესთან და დაფარული ნაძვის ხეებით, რომ თითქმის შეუმჩნეველია, ხოლო ეკლესიის ტერიტორიიდან იშლება შესანიშნავი პანორამა(პარკი, მდინარე ბორჯომულა,მაღლა აზიდული მწვანე ხეები). თვითონ ძეგლმა დიდი დანაკარგი განიცადა სახურავი და კამარა ჩაქცეულია. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლის მოვალეობას ასრულებს კლდე რაზეც მიშენებულია ეკლესია. კლდის ცენტრში ღრმა ნაპრალია რაც სავარუდოთ საკურთხეველის მოვალეობას ასრულებდა. აქვეა მართკუთხედის ფორმის დამუშავებული ქვა რაზეც ამოკვეთილია გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი რელიეფური ჯვარი. თაღოვანი ფასადები მოკლებულია ყოველგვარ დეკორს. დასავლეთის ვიწრო თაღოვანი სარკმელი, გარედან მარტივ, ასევე გვიან შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელ ჩარჩოშია ჩასმული. დასავლეთ კედელთან მინაშენის (საძვალეს) საძირკველის კვალია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35024