ბორონგანი (ოფიციალურად ქალაქი ბორონგანი; ვარ: Siyudad han Borongan; ესბ: Dakbayan sa Borongan; ტაგ: Lungsod ng Borongan) — მეოთხე კლასის ქალაქი აღმოსავლეთ სამარის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 69 297 ადამიანს შეადგენს.[2]

ადმინისტრაციული ერთეული
ბორონგანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 11°36′34″ ჩ. გ. 125°26′10″ ა. გ. / 11.60944° ჩ. გ. 125.43611° ა. გ. / 11.60944; 125.43611
დაარსდა 8 სექტემბერი, 1619
ფართობი 475±0 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 71 961 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 55
საფოსტო ინდექსი 6800
ოფიციალური საიტი http://www.borongan-esamar.gov.ph/
ბორონგანი — ფილიპინები
ბორონგანი

ბორონგანს ხშირად „ოქროს აისის/მზის სინათლის ქალაქად“ მოიხსენიებენ. ქალქად გამოცხადებამდე ბორონგანი აღმოსავლეთ სამარის პროვინციის მუნიციპალიტეტი იყო. 2007 წლის 12 აპრილს, ფილიპინების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 9394-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე ბორონგანი შეამდგენელ ქალაქად გამოცხადდა.[3]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ქალაქის სახელწოდება წარმოდგება ვარაიული სიტყვიდან ბორონგ, რაც „ნისლს“ ნიშნავს. ბორონგანის ირგვლივ მდებარე მთები ალიონზე და წვიმების სეზონის დროს მძიმე ნისლის საბურველშია გახვეული. ამ მახასიათებლის გამო ესპანელების ჩასვლამდე ადგილობრივებმა ადგილს ბორონგანი უწოდეს.[4]

გეოგრაფია

რედაქტირება

ბორონგანი აღმოსავლეთ სამარის პროვინციის შუა სანაპირო ნაწილში მდებარეობს. ქალაქი ბორონგანის ყურის მახლობლა და ლო-ომის მდინარის ჩრდილოეთ ნაპირებზეა გაშენებული. ბორონგანის ჩრდილოეთით სან-ხულიანის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — მაიდოლონგის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — ჰინაბანგანის, კალბიგის, პინაბაკდაოსა და ბასეის მუნიციპალიტეტები, ხოლო აღმოსავლეთით — წყნარი ოკეანე ესაზღვრება. ქალაქის შემადგენლობაში შედის ანდოს, მონბონისა და დივინუბოს კუნძულები, რომლებიც ბორონგანის ყურეში მდებარეობენ.

ქალაქი პოლიტიკურად 61 ბარანგაიდ იყოფა.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
მზის ამოსვლის ხედი ბაიბაის ბულვარიდან

2007 წლის აღწერით ბორონგანის მოსახლეობა 59 354 ადამიანს შეადგენდა.[5] შინამეურნეობების რაოდენობა 10 699 იყო. 2010 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 64 457 ადამიანამდე,[6] ხოლო 2015 წლისთვის 69 297 ადამიანამდე გაიზარდა.

ადგილობრივი დიალექტი ვარაიულ ენას მიეკუთვნება. ადგილობრივების ნაწილი სებუანურ ენაზე საუბრობს. მოსახლეობის ნაწილმა ინგლისურ და ფილიპინურ ენაზე წერა-კითხვა იცის. ბორონგანის მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. მოსახლეობის მცირე ნაწილი სხვა ქრისტიანული კონფესიებისა და სხვა რელიგიური სექტების მიმდევარია.

 
აღმოსავლეთ სამარის ეროვნული უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციის შენობა. იგი აღმოსავლეთ სამარის პროვინციის უდიდესი სკოლაა

ბორონგანი გამორჩეულია ხელუხლებელი ტყეებით, მდინარეებით, ჩანჩქერებითა და მღვიმეებით.

ფესტივალები

რედაქტირება

ბორონგანში ქალაქის მფარველის პატივსაცემად ყოველწიურად რელიგიური დღესასწაული იმართება. მართალია დღესასწაული 18 სექტემბერს იმართება, მაგრამ ის ჩვეულებრივ ერთი თვის მანძილზე გრძელდება, რადგანაც ყველა ბარანგაი საკუთარ „ბარანგაის ღამეს“ აწყობს, რომლებიც ბარიოების მთავარ მოედნებზე იმართება. ამავდროულად სკოლებსაც საკუთარი „სასკოლო ღამეები“ აქვთ.

პადულ-ონგის ფესტივალი

რედაქტირება

ფესტივალი ეძღვნება ლეგენდარულ საიდუმლოებით მოცულ პიროვნებას „ქალი თეთრებში“, რომელიც გადმოცემის მიხედვით რეგულარულად სტუმრობს ჰამორავონის პარკის უკან მდებარე იმავე სახელწოდების წყაროს. ლეგენდის თანახმად, ქალი წყაროს სასწაულებრივი განმკურნებელი ძალით აკურთხებდა. ბორონგანის მთავარ მოედანზე სკოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან. შეჯიბრში მონაწილეობის უფლება როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტების სკოლებსაც აქვთ.[7]

ლეჩონის ფესტივალი

რედაქტირება

ბორონგონში იმართება ლეჩონის ფესტივალიც, რომლის დროსაც მონაწილეები ცნობილი ფილიპინური კერძის საკუთარ ვარიანტებს წარადგენენ. შეჯიბრებისას ლეჩონის გამარჯვებულებს ფულად ჯილდოებს გადასცემენ.[8]

სერფინგი

რედაქტირება

როგორც აღმოსავლეთ სამარის ნაწილი, რომელიც ვისაიასის დედაქალაქია სერფინგის სფეროში, ბროონგანშის სერფინგისთვის შესაბამისი უამრავი ადგილია. სერფინგისთვის საუკეთესო პერიოდი ნოემბრიდან აპრილამდეა. ტურისტებსა და სერფერებს შორის ყველაზე პოპულარული ადგილებია: ბაიბაის ბულვარი (ბორონგანის ყურე) — ცნობილია როგორც სერფინგის დაბადების ადგილი ვისაიასში; ლალავიგანის პლაჟი, რომელსაც ძლიერი დინებისა და ტალღების გამო ძირითადად გამოცდილი სერფერები სტუმრობენ; გუინტაგიკანის პლაჟი — 2 კმ-იანი თეთრი ქვიშის პლაჟი, რომელიც იდეალურია დამწყები სერფერებისთვის.

ადგილობრივი მმართველობა

რედაქტირება

როგორც პროვინციული დედაქალაქი, პროვინციული სამთავრობო ინსტიტუტები ბორონგანშია განთავსებული. ქალაქის მმართველობა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებს აერთიანებს. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ქალაქის მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო (Sangguniang Panglungsod) წარმოადგენს, რომელიც 10 წევრისგან შედგება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვიცე-მერია, რომელიც დროებითი ვაკანსიის დროს მერის უფლებამოსილებასაც ახორციელებს. ბორონგანში მდებარეობს რეგიონული სასამართლოს I და II განყოფილებები და მუნიციპალური სასამართლო, რომლებიც ალანგ-ალანგის ბარანგაიში, პროვინციული კაპიტოლიუმის კომპლექსშია განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Census of Population (2015). "Region VIII (Eastern Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  3. „Archived copy“. Manila Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-25. ციტირების თარიღი: 2011-04-13.CS1-ის მხარდაჭერა: დაარქივებული ასლი სათაურად (link)
  4. Robredillo, Lope C.. (November 27, 2012) FROM THE UNDERSIDE OF HISTORY: A HISTORY OF BORONGAN (EASTERN SAMAR),1604-1898.
  5. Philippine Statistics Authority დაარქივებული July 16, 2012, საიტზე Wayback Machine.
  6. Total Population by Province, City, Municipality and Barangay: as of May 1, 2010. 2010 Census of Population and Housing. Philippine Statistics Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2013. ციტირების თარიღი: 22 April 2013.
  7. Corp, ABS-CBN. The Legend of the Miraculous Lady in White Lurking in Eastern Samar's Hamorawan Spring. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-23. ციტირების თარიღი: 2020-11-19.
  8. „Borongan holds first lechon festival“. The Philippine Star.