ბორის III
ბორის III (ბულგ. Борис III; დ. 30 იანვარი, 1894 — გ. 28 აგვისტო, 1943) — ბულგარეთის სამეფოს მეორე მეფე 1918–1943 წლებში საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან. ჰქონდა გერმანიის ადმირალის წოდება (1916).
ბორის III | |
---|---|
Борис III | |
ბულგარეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 3 ოქტომბერი, 1918 |
მმართ. დასასრული: | 28 აგვისტო, 1943 |
წინამორბედი: | ფერდინანდ I |
მემკვიდრე: | სიმეონ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 იანვარი, 1894 |
დაბ. ადგილი: | სოფია, ბულგარეთი |
გარდ. თარიღი: | 28 აგვისტო, 1943 |
გარდ. ადგილი: | სოფია, ბულგარეთი |
მეუღლე: | ჯოვანა სავოიელი |
შვილები: | მარია-ლუიზა, სიმეონ II |
დინასტია: | საქსენ-კობურგ-გოთა |
მამა: | ფერდინანდ I |
დედა: | მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
ბორის III იყო საკმაოდ პოპულარული მონარქი და წარმოადგენდა ბალკანეთის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას ორ მსოფლიო ომს შორის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სამეფო ტახტზე ავიდა 24 წლის, მას შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა გერმანიის მოკავშირე ბულგარეთი და გადადგა მამამისი ფერდინანდი. სამართავად ჩაიბარა ქაოსის ზღვარზე მყოფი ქვეყანა.
1930 წელს დაქორწინდა ვიტორიო ემანუელე III-ის ქალიშვილზე ჯოვანა სავოიელზე.
მოულოდნელად გარდაიცვალა 1943 წლის 28 აგვისტოს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც დაბრუნდა აღმოსავლეთ პრუსიიდან, სადაც შეხვდა ადოლფ ჰიტლერს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გახდა ინფარქტი, თუმცა ვრცელდებოდა ვერსიები მის შესაძლო მოწამვლაზე. ტახტის მემკვიდე გახდა მისი 6 წლის შვილი სიმეონ II.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- King Boris III Honored by the United States Congress. King Boris III, Savior of Bulgarian Jewry
- King Boris III, concealed savior of the Bulgarian Jews
- The Case of King Boris III, Unsung Hero of the Holocaust
- [1]
- King Boris III, Savior of the Bulgarian Jews დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Historical photographs of the royal palace in Sofia
- Find-A-Grave biography