ბორის ნიკიტინი (რუს. Борис Васильевич Никитин; დ. 5 მარტი, 1938, თბილისი — გ. 20 ოქტომბერი, 1984, იქვე) — საბჭოთა მოცურავე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.

ბორის ნიკიტინი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ბორის ვასილის ძე ნიკიტინი
დაბ. თარიღი 5 მარტი, 1938
დაბ. ადგილი თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1984 (46 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 176 სმ
წონა 72 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
სახეობა ცურვა
მწვრთნელი ვალენტინ სამარინი
ლუკა იოაკიმიდი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1938 წელს თბილისში. ცურვის ოსტატობას ეუფლებოდა ვალენტინ სამარინისა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ლუკა იოაკიმიდის ხელმძღვანელობით.

ზაფხულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1956, მელბურნი; ესტაფეტა 4X200 მ),[1] ევროპის ჩემპიონი (1958, ესტაფეტა 4X200 მ), ევროპის ვიცე-ჩემპიონი 1958 (400მ), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1956 (400 მ), 1957 (400 მ; 1500 მ), 1958 (400 მ), 1959 (400 მ), 1960 (400 მ), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1958 (1500 მ), 1963 (კომპლექსური 400 მ; კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ), ახალგაზრდობის მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1957, 1500 მ; ესტაფეტა 4X200 მ), ახალგაზრდობის მეგობრული თამაშების ვიცე-ჩემპიონი (1957, 400მ).

1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[2]

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
საწყლოსნო სახეობები
 
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ევროპის ჩემპიონატი 1958  
საწყლოსნო სახეობები
 
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ევროპის ჩემპიონატი 1958  
საწყლოსნო სახეობები
 
მელბურნი, ავსტრალია
ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 216, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება