ბორის კუფტინის ქუჩა

ბორის კუფტინის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი), გია აბესაძის ქუჩიდან მიხეილ ლერმონტოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც აბასაბადის შესახვევი. სახელწოდება უკავშირდება იქვე მდებარე აბასაბადის, ახლანდელ ლადო გუდიაშვილის მოედანს. 1923 წელს სტეფანე ალავერდოვის შესახვევი დაერქვა, XX საუკუნის 60-იან წლებში — ბორის კუფტინის ქუჩა. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლი (№7). აქვს 1 ჩიხი.

ბორის კუფტინის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ქვემო უბანი
წინა სახელები აბასაბადის შესახვევი, ალავერდოვის შესახვევი

ლიტერატურა რედაქტირება