მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა

მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში (კალა, სოლოლაკი); ლადო გუდიაშვილის მოედნიდან ივანე მაჩაბლის ქუჩამდე (2014 წლამდე გრძელდებოდა დანიელ ჭონქაძის ქუჩამდე). წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-30-იან წლებში. 1843 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც მთის ქუჩა. 1900 წელს დაერქვა მიხეილ ლერმონტოვის სახელი და მაშინვე მიიერთა ყოფილი დიდი მრუდე (ახლანდელი აბო თბილელის) ქუჩის პატარა მონაკვეთი (გადმოცემით თბილისში ყოფნისას ქუჩის ამ მონაკვეთზე მდებარე სახლში ცხოვრობდა მიხეილ ლერმონტოვი).[1] 2014 წელს ქუჩის ერთ მონაკვეთს გიგა ლორთქიფანიძის ქუჩა ეწოდა.[2] ქუჩა განაშენიანებულია XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის რენესანსულ-ბაროკოული სტილისა და თბილისური საცხოვრებელი სახლის ტიპის შენობებით.[1]

მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი, მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი კალა, სოლოლაკი
წინა სახელები მთის ქუჩა
  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 105, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. „თბილისში რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა“. www.ambebi.ge. 21 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)