ბორდოს ხსნარი (ასევე ცნობილი, როგორც შაბიამანის ხსნარი) — სპილენძის სულფატისა და კირის (კალციუმის ჰიდროქსიდი) არაორგანული ხსნარი. გამოიყენება, როგორც ფუნგიციდი ვენახების, ბაღებისა და ბოსტნეულის სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ. ხსნარს მცენარეებს ასხურებენ პრევენციული მკურნალობის მიზნით, ვინაიდან ის არაეფექტურია სოკოს წარმოქმნის შემდეგ. ხსნარი პირველად საფრანგეთის ბორდოს რეგიონში გამოიყენეს მე-19 საუკუნის მიწურულს. ხსნარის დიდი რაოდენობით ყოველწლიურად გამოყენებისას სპილენძი ნიადაგის დაბინძურების მიზეზი შეიძლება გახდეს, რის გამოც 2015 წლიდან ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.



wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.