ბომა
ბომა (ფრანგ. Boma) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთში, მდინარე კონგოს ესტუარში, 75 კმ-ში მდინარე კონგოს ატლანტის ოკეანეში ჩადინების ადგილიდან.
2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 167 326 ადამიანს[2].
1886-1926 წლებში იყო ბელგიის კონგოს დედაქალაქი (შემდეგ დედაქალაქი გადატანილი იქნა ლეოპოლდვილში (დღეს ქალაქი კინშასა).
მსხვილი პორტი (სანაოსნოა საზღვაო გემებისათვის; კაკაოს, ბანანის, კაუჩუკის, მერქნის ძვირფასი ჯიშების გატანა). ქალაქში ფუნქციონირებს საკვები პროდუქტების (ლუდსახარში, თევზი), ქიმიური, ხისგადამამუშავებელი, ლითონგადამამუშავებელი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და გემთმშენებლობის საწარმოები. არსებობს აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- Boma Panorama დაარქივებული 2005-10-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Boma, Congo (Dem. Republic of The)-(Zaire) Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
- ↑ Congo (Dem. Rep.): largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2011-05-12.