ბოლტი (2008 წლის ფილმი)
ბოლტი (ინგლ. Bolt) — Walt Disney Animation Studios-ის 2008 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფილმის დისტრიბუტორი იყო Walt Disney Studios Motion Pictures. იგი არის დისნეის სტუდიების რიგით 48-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. პრემიერა გაიმართა 2008 წლის 21 ნოემბერს.
„ბოლტი“ | |
---|---|
რეჟისორი |
კრის უილიამსი ბაირონ ჰოვარდი |
პროდიუსერი |
კლარკ სპენსერი ჯონ ლასეტერი |
როლებში |
ჯონ ტრავოლტა მაილი საირუსი სიუზი ესმანი მარკ უოლტონი |
კომპოზიტორი | ჯონ პაუელი |
სტუდია |
Walt Disney Pictures Walt Disney Animation Studios |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Studios Motion Pictures |
პრემიერა |
|
ხანგრძლივობა | 96 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 150 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 310 მილიონი აშშ დოლარი [1] |
საიტი |
ფილმის რეჟისორები არიან კრის უილიამსი და ბაირონ ჰოვარდი. როლებს ახმოვანებენ ჯონ ტრავოლტა, მაილი საირუსი, სიუზი ესმანი, მარკ უოლტონი, დიდრიხ ბადერი, ნიკ სუორდსონი, გრეგ გერმანი და მალკოლმ მაკდაუელი. სიუჟეტი აღწერს მომცრო ზომისა და თეთრი ფერის ძაღლ ბოლტს, რომელიც მთელი ცხოვრება ტელესერიალებში მონაწილეობდა და დარწმუნებულია, რომ სუპერ-ძალას ფლობს. როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი პატრონი პენი გატაცებულია, ბოლტი მის საძებნელად მიემგზავრება.
მიუხედავად კინოგაქირავებაში მნიშვნელოვანი წარმატების არქონისა, „ბოლტი“ კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. ეს იყო დისნეის რენესანსის გვიანდელი ეტაპის ერთგვარი დასაწყისი, რასაც მოჰყვა კიდევ რამდენიმე წარმატებული, სამგანზომილებიან გრაფიკაზე დაფუძნებული ფილმი. „ბოლტი“ შეიქმნა ჯონ ლესეტერის შემოქმედებითი თანამონაწილეობით და წარმოადგენს პირველ კომპიუტერულად ანიმირებულ ნამუშევარს, რომელიც შექმნილია არაფოტორელიასტური რენდერინგით.
„ბოლტი“ ნომინირებული იყო რამდენიმე ჯილდოზე, მათ შორის — ოსკარზე (საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის) და ოქროს გლობუსზე (საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის და ორიგინალური სიმღერისთვის).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Bolt. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: July 15, 2010.