ბოლნისის მუზეუმი

მუზეუმი საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

ბოლნისის მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში, ქალაქ ბოლნისში. ოფიციალურად გაიხსნა 2020 წლის 21 ივლისს.[1]

მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავალფეროვნება, ადრეული ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა, ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია[2].

მუზეუმში ასევე წარმოდგენილია, 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ისტორია. ზოგადად, ქვემო ქართლს წარმოაჩენს, როგორც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ბერძნები, რუსები, გერმანელები და სხვა. მუზეუმში ასევე განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.[3]

საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან არის წარმოდგენილი. სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება