ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მუზეუმი ბოლნისში. დაარსდა 1951 წლის11 თებერვალს. მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური მასალა მოიცავს კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპს - ენეოლითური ხანიდან გვიანი, შუა საუკუნეების ჩათვლით. აგრეთვე წარმოდგენილია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული მასალა.
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
დაარსდა | 11 თებერვალი, 1951 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | 1100, ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 95 |
სტატუსი | სახელმწიფო |
კურატორი | ოთარ აბულაძე |
შენობის პირველი სართულის ერთი დარბაზი დათმობილი აქვს მუნიციპალიტეტში არსებული არქიტექტურული ნივთიერი ძეგლების ნიმუშებს.
მეორე დარბაზის არქეოლოგიურ მასალასთან ერთად განთავსებულია ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურების ამსახველი მასალა: საქართველოში დღემდე აღმოჩენილი ბოლნისის სიონის უძველესი ქართული მრგვლოვანი, რელიეფული ასოებით შესრულებული წარწერების ასლები (V ს.), აგრეთვე იოანე ბოლნელის საფლავის ქვა შესრულებული ასომთავრული ეპიტაფიით (XI ს.), ერეკლე II-ის დროინდელი ძვირფასი საეკლესიო წიგნები, 1712 წ. გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
მუზეუმში დაცულია ბოლნისის მკვიდრის, ჰაგიოგრაფი მწერლის იაკობ ცურტაველის „შუშანაკის წამების“ საიუბილეო (1500 წ.) გამოცემა 5 ენაზე ნათარგმნი და დაბეჭდილი.
მეორე სართული ძირითადად დათმობილი აქვს არქეოლოგიურ ექსპოზიციას. არსებული ექსპონატებიდან აღსანიშნავია იშვიათი ხელოვნების ნიმუში ანტიკური პერიოდის ფრინველის ფორმის დოქი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-05-16 საიტზე Wayback Machine.