ბოკონის ეკლესია
ბოკონის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოკონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,65 x 3,9 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. კონქი არაწესიერი ფორმისაა და შეისრული თაღი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 370.