ბოიაკის დეპარტამენტი

ბოიაკა (ესპ. Departamento de Boyacá) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი; წარმოადგენს კოლუმბიის შეერთებულ შტატებში შემავალი ცხრა სახელმწიფოსგან ერთ-ერთის — ბოიაკის ნაშთს.

დეპარტამენტი
ბოიაკის დეპარტამენტი
Departamento de Boyacá
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი Tunja
კოორდინატები 5°45′00″ ჩ. გ. 73°06′00″ დ. გ. / 5.75000° ჩ. გ. 73.10000° დ. გ. / 5.75000; -73.10000
დაარსდა 1858
ფართობი 23 189 კმ²
მოსახლეობა 1 272 844[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 55 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი boyaca.gov.co

მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. თითქმის მთლიანად მოქცეულია აღმოსავლეთ კორდილიერის მთებში და ესაზღვრება ვენესუელას. დასავლეთით საზღვრავს მდინარე მაგდალენა. ჩრდილოეთით ესაზღვრება სანტანდერის დეპარტამენტი, ჩრდილო-დასავლეთით — ვენესუელა და ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — არაუკისა და კასანარეს დეპარტამენტები, სამხრეთით — კუნდინამარკის დეპარტამენტი, დასავლეთით კი ანტიოკიის დეპარტამენტი. დედაქალაქია ტუნხა.

ბოიაკას „თავისუფლების მიწას“ უწოდებენ, რადგან ამ რეგიონშ მიმდინარეობდა მთელი რიგი ბრძოლებისა, რომელთაც კოლუმბიას ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოუტანა.

ბოიაკაში ფუნქციონირებს სამი უნივერსიტეტი: კოლუმბიის პედაგოგიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UPTC), ბოიაკის უნივერსიტეტი (UNIBOYACA) და სანტო-ტომასის უნივერსიტეტი.

დეპარტამენტი შედგება 123 მუნიციპალიტეტისგან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.