მაგდალენა (მდინარე)
მდინარე მაგდალენა (ესპ. Río Magdalena)[2] — კოლუმბიის მთავარი მდინარე, მისი სიგრძე შეადგენს 1528 კმ-ს[1] და გადის ქვეყნის დასავლეთ ნახევარს. მდინარეს სახელი ბიბლიური მარიამ მაგდალინელის პატივსაცემად ჰქვია. მისი ქვედაწელის უმეტესი ნაწილი გამოიყენება ნაოსნობისთვის, მდინარე მიედინება მდინარე მაგდალენას ხეობაში.
მაგდალენა Río Magdalena | |
---|---|
მდინარე მაგრდალენას დელტა | |
ქალაქები | ნეივა, ლა-დორადა, ბარანკაბერმეხა, სანტა-კრუს-დე-მომპოსი, მაგანგე, ბარანკილია |
სათავე | 1°56′03″ ჩ. გ. 76°36′29″ დ. გ. / 1.93417° ჩ. გ. 76.60806° დ. გ. |
შესართავი |
კარიბის ზღვა 11°07′00″ ჩ. გ. 74°51′00″ დ. გ. / 11.11667° ჩ. გ. 74.85000° დ. გ. |
შესართავის მდებარეობა | ბარანკილია |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 1,528[1] კმ |
აუზის ფართობი | 257,438 კმ² |
მდინარე მაგდალენას რუკა | |
— სათავე, — შესართავი | |
მაგდალენა ვიკისაწყობში |
მდინარის აუზი მოიცავს 27.3 მილიონ ჰექტარს, რაც შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 24%-ს და სადაც მოსახლეობის 66% ცხოვრობს, ასევე ამ ტერიტორიაზე იწარმოება კოლუმბიის მთლიანი შიდა პროდუქტის 86%.[3]
ბიოლოგია
რედაქტირებამდინარე მაგდალენა კვეთს სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემებს, როგორებიცაა: პარამოსი მის სათავეებთან, მშრალი ტყეები მისი ხეობის ზედა ნაწილში, წვიმიანი ტყეები მისი დინების შუა ნაწილში და ჭაობნარს მის ქვედა წელში.[4] მის აუზში უხვად მინადრობს: კაიმანები, იგუანასებრნი, ვარხვისებრნი და ლოქოსებრნი, თუმცა გადაშენების პირას არიან: Prochilodus magdalenae, კროკოდილი და წითელ-ფეხება კუ.[5] ასევე დამატებით საფრთხეს ქმნის ბეჰემოთის ინვაზიური სახეობა, რომელიც თავიდან შემოიყვანა პაბლო ესკობარმა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Sistema de informacion Ambiental de Colombia - SIAC Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2011-07-13.
- ↑ Polinizaciones: Las Abejas y las Garzas / The Bees and Storks. Polinizaciones.blogspot.com (jueves 7 de febrero de 2008). ციტირების თარიღი: 2008-11-06.
- ↑ NUESTRO RIO Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2011-07-12.
- ↑ Magdalena Valley dry forests. ციტირების თარიღი: 2011-07-15.
- ↑ CUIDEMOS NUESTRO RÍO MAGDALENA Spanish (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2011-07-15.