ბოემონდ V
ბოემონდ V ანტიოქელი (ფრანგ. Bohemond de Poitiers; 1199-1252)[1] — ანტიოქიის მთავარი და ტრიპოლის გრაფი 1233-1252 წლებში.
ბოემონდ V ანტიოქელი | |
---|---|
Bohemond de Poitiers | |
ანტიოქიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1233 |
მმართ. დასასრული: | 1252 |
წინამორბედი: | რაიმუნდ რუპენი |
მემკვიდრე: | ბოემონდ VI |
ტრიპოლის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1233 |
მმართ. დასასრული: | 1252 |
წინამორბედი: | ბოემონდ IV |
მემკვიდრე: | ბოემონდ VI |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1199 |
გარდ. თარიღი: | იანვარი, 1252 |
მეუღლე: |
ალისია შამპანელი ლუსიანი დე სენი |
შვილები: |
პლეზანცია ანტიქელი ბოემონდ VI |
მამა: | ბოემონდ IV |
დედა: | პლაისენს ემბრიაკო |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბოემონდი გამოირჩეოდა კილიკიისა და ჰოსპიტალიერებისადმი ანტიპათიით, სამაგიეროდ მხარს უჭერდა ტამპლიერებს. ანტიოქიასა და სომხეთს შორის მშვიდობა მხოლოდ საფრანგეთის მეფის, ლუი IX-ის ჩარევის შემდეგ დამყარდა. 1225 წელს ბოემონდმა იქორწინა ალისია შამპანელზე.[2] უშვილობის გამო, 1227 წლის 5 ივლისს მათი ქორწინება გაუქმდა. 1235 წელს ბოემონდმა მეორედ იქორწინა ლუსიანა დი სენზე, რომელიც რომის პაპ ინოკენტი III-ის დიდი დისშვილი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ. ბოემონდი 1252 წლის იანვარში გარდაიცვალა. მისი შვილის მცირეწლოვნების გამო მისი რეგენტი ლუსიანა გახდა, თუმცა სამთავრო მალევე გადასცა რომაელ ნათესავებს სამართავად. ინოკენტი IV-ის მიერ ჯვაროსნულ ლაშქრობაში გამოგზავნილმა ლუი IX-მ ბოემონდი ტახტზე აიყვანა.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Richard, Jean (1999). The Crusades: c. 1071-c. 1291. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62566-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Runciman, History of the Crusades', vol. III, p. 278
- ↑ Medieval Lands Project: JERUSALEM, KINGS - D. KINGS OF JERUSALEM 1192-1225 (COUNTS of CHAMPAGNE) (April 2009). ციტირების თარიღი: 04-07-2009.