ბლო-იუნგფრუნი
ბლო-იუნგფრუნი (შვედ. Blå Jungfrun) — შვედეთის კუნძული ბალტიის ზღვაში. უფრო ზუსტად, ის მდებარეობს კალმარის სრუტეში, სმოლანდისა და ელანდის პროვინციებს შორის. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ოსკარსჰამნის მუნიციპალიტეტს. კუნძული დაუსახლებელია და მისი ფართობი 0,7 კმ²-ია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 86 მეტრზე მდებარეობს. 1926 წელს, კუნძულზე ეროვნული პარკი შეიქმნა. როგორც ეროვნული პარკი, შეზღუდულია მასზე თავისუფლად მოგზაურობა. მაგალითად, აკრძალულია ცეცხლის დანთება და ღამისთევა.
ბლო-იუნგფრუნის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | შვედეთი |
კოორდინატები | 57°16′ ჩ. გ. 16°47′ ა. გ. / 57.267° ჩ. გ. 16.783° ა. გ. |
ფართობი | 1,98 კმ²[1] |
დაარსდა | 1926 წ [1] |
მმართველი ორგანო | შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო |
კუნძული ნაწილობრივ კლდეებითაა დაფარული, ნაწილობრივ კი ხშირი ტყეებით. ყველაზე გავრცელებული ფრინველია შავი კაირა. აქვეა რამდენიმე მღვიმე და უძველესი ქვის ლაბირინთი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Blå Jungfrun.info დაარქივებული 2012-10-04 საიტზე Wayback Machine. - Website with information about Blå Jungfrun.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Blå Jungfrun National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-03. ციტირების თარიღი: 2009-02-26.