ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბლინი/ბლინები (რუსულად: блины) არის რუსული და უკრაინული კერძი, ტრადიციულად დამზადებული ხორბლის ან (უფრო იშვიათად) წიწიბურას ფქვილით. მიირთმევენ არაჟანთან, კარაქთან და სხვა გარნირებთან ერთად. ბლინი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული კერძი რუსეთში.

ბლინები

დასავლეთის ქვეყნებში, ბლინები ძირითადად გულოსხმობს პატარა (5-15 სმ დიამეტრის მქონე) ბლინებს, რომელიც დამზადებულია კარაქით. თანამედროვე რუსულ და უკრაინულ ენებში, ეს სიტყვა გულისხმობს ტაფის ზომის თხელ ბლინებს.

 
ლიეტუვური ბლინები - ბლინაი

ადრეული აღმოსავლეთ სლავები, პრე-ქრისტსიანულ ეპოქებში ბლინებს მიიჩნევდნენ მზის სიმბოლოდ, მისი მრგვალი ფორმის გამო[1]. ის ძირითადად მზადდებოდა ზამთრის დასასრულს, რათა პატივი მიეგოთ მზის ხელახალი დაბადებისთვის (მასლენიცა, ან კარაქის კვირა). ეს ტრადიცია შემორჩა მართლმადიდებელ ეკლესიაშიც და დღემდე აქტიურადაა შემონახული. დროჩენა, ბლინის ერთ-ერთი სახეობა, მზადდებოდა ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ქელეხში, გარდაცვლილის პატივსაცემად.

ძირითადად, რუსული ბლინები დამზადებულია საფუარიანი კარაქით, რომელიც, აფუების შემდეგ, შერეულია რძეში და ცივ ან ცხელ წყალში. ადუღებული წყლით დამზადებულ ბლინებს ეწოდებათ ზავარნიე ბლინი. კიდევ ერთი სახეობის ბლინი, რომელიც მზადდება საფუარის გარეშე (ფქვილით, კვერხცით და რძით), ასევე გავრცელებულია რუსეთში. ტრადიციულად, ბლინები რუსულ ღუმელში მზადდებოდა. დღესდღეობით, ის ძირითადად ტაფაზე მზადდება. ბლინების დასამზადებლად ნებისმიერი სახის ფქვილის გამოყენებაა შესაძლებელი, მათ შორის წიწიბურას ან შვრიის ფქვილისაც.

ებრაული ვერსია

რედაქტირება
 
ებრაული ბლინცები

ევროპული წარმომავლობის მქონე ებრაელებსაც აქვთ ბლინების საკუთარი ვერსია, ბლინცი, რომელიც ძალიან პოპულარულია ებრაულ კულტურაში. ისინი საკმაოდ გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რაც იქ მაცხოვრებელი ებრაელების დამსახურებაა. ეს კერძი მზადდება უამრავ ებრაულ დღესასწაულზე, მაგალითად შავუტზე. ბლინცები, რომლებიც ყველითაა ავსებული და შემდგომში ზეთში შემწვარი, დამახასიათებელია ჩანუკაჰის დღესასწაულზეც. ბლინცებს ასევე ავსებენ შოკოლადით, სოკოებით, ხორცით, ბრინჯით, კარტოფილით და ა.შ.

 
უკრაინული ნალინსკები

ბლინი, ან როგორც მას უკრაინულად ეწოდება - მლინცი, ძალიან გავრცელებული და პოპულარული კერძია უკრაინის გარშემოც, რაც ძირითადად მლინცების დამზადების სიმარტივითაა გამოწვეული. მლინცები უკრაინაშიც პრე-ქრისტიანულ ხანებში გავრცელდა. ის ხშირად არაჟანთან ან ხიზალალასთან ერთად მიირთმევა, მაგრამ ტკბილი ხილის ჯემის ან კრემის თანხლებით მირთმევის შემთხვევაში დესერტის როლსაც ირგებს. თხელი ბლინები ასევე ივსება ყველით, მოხარშული კვერცხით, ჩაშუშული კომბოსტოთი, მწვანე ხახვით, ხორცით, ლობიოთი, სოკოებით, ხილით და კენკრით. მაგალითად, ჩერნიხივ ნალისნიკი[2] ბლინები შევსებულია სოკოებით და კომბოსტოთი. ნალინსკის შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, მათ შორის სამკუთხედის. მლინცის, ტრადიციულად ღუმელში აცხობდნენ. [3][4]

ნაირსახეობები

რედაქტირება
 
ბლინები სწრაფი კვების ობიექტში


ბლინების უამრავი სახეობა არსებობს, მაგალითად:

გაშლილი ბლინი - ზემოდან კარაქით, არაჟანით, ჯემით, თაფლით ან ა.შ;

"ბლინი ს პრიპიოკომ" - ბლინი, რომელსაც ზემოდან მდნარი კარაქი აქვს;

წიწიბურას ბლინები (ან გრეჩანიკი) - რუსული ბლინების სახეობა, დამზადებული წიწიბურას ფქვილისგან, გვხვდება ლიეტუვაშიც[5].


  1. Encyclopedia of Jewish Food გვერდები 56-58
  2. ნალინსკის რეცეპტი (რუსული)
  3. http://www.wumag.kiev.ua/index2.php?param=pgs20093/148 დაარქივებული 2020-07-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  4. http://proudofukraine.com/how-to-cook-ukrainian-pancakes-nalysnyky-recipes/ (ინგლისური)
  5. ლიეტუვური ბლინების რეცეპტი(ინგლისური)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბლინები“-დან