ბლანეტა
ბლანეტა — ეგზოპლანეტათა კლასის ჰიპოთეტური წევრი, რომელიც უშუალოდ შავი ხვრელს გარშემო ორბიტაზე ბრუნავს.[1]
ბლანეტები ფუნდამენტურად პლანეტებს ჰგავს; მათ აქვთ საკმარისი მასა, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით სფეროს ფორმა მიიღონ, მაგრამ არ არიან იმდენად მასიურები, რომ თერმობირთვული სინთეზის პროცესი დაიწყოს და ვარსკვლავად გადაიქცნენ. 2019 წელს ასტრონომთა და ეგზოპლანეტოლოგთა ჯგუფმა აჩვენა, რომ ზემასიური შავი ხვრელის ირგვლივ არსებობს უსაფრთხო რეგიონი, სადაც ათასობით ბლანეტას შეუძლია მის გარშემო ორბიტაზე ბრუნვა.[2][3]
ეტიმოლოგია
რედაქტირებაშავი ხვრელის პლანეტებს ეს სახელი კაგოსიმას უნივერსიტეტის (იაპონია) ჯგუფმა კეიიჩი ვადას ხელმძღვანელობით შეურჩია.[4] სიტყვა „ბლანეტა“ შავი ხვრელისა (black hole) და პლანეტის (planet) შეერთებით მიიღება.
ჩამოყალიბება
რედაქტირებაბლანეტები, სავარაუდოდ, საკმარისად დიდი შავი ხვრელის გარშემო მბრუნავ აკრეციულ დისკში ყალიბდება.[3][5]
შესაძლო კანდიდატები
რედაქტირება- მრავალი ეგზოპლანეტა, რომლებიც მიკროლინზირების შემთხვევებში დაფიქსირდა, შესაძლოა, შავი ხვრელის გარშემო მოძრაობდეს, მაგ. OGLE-2005-BLG-390Lb[6] და OGLE-2014-BLG-0221Lb.[7]
- დაუდასტურებელი ექსტრაგალაქტიკური პლანეტა M51-ULS-1b.[8]
მხატვრულ ნაწარმოებებში
რედაქტირებატელესერიალ Doctor Who-ს ეპიზოდებში „The Impossible Planet“ და „The Satan Pit“ (ორივე 2006 წლის), სიუჟეტი ხდება „შეუძლებელ პლანეტაზე“, უნაყოფო პლანეტაზე სახელად „კროპ ტორი“, რომელიც ბრუნავს შავი ხვრელის K37 Gem 5 გარშემო. ინტერსტელარში (2014), სამიდან ორი დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომლებიც ბრუნავს ზემასიური შავი ხვრელის, გარგანტუას გარშემო, არიან სრულფასოვანი ბლანეტები. მესამე პლანეტა ბრუნავს მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის, პანტაგრუელის, გარშემო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Letzter, R.. (6 August 2020) Thousands of Earthlike 'blanets' might circle the Milky Way's central black hole. ციტირების თარიღი: 2020-08-08
- ↑ Wada, K.; Tsukamoto, Y.; Kokubo, E. (26 November 2019). „Planet Formation around Supermassive Black Holes in the Active Galactic Nuclei“. The Astrophysical Journal. 886 (2): 107. arXiv:1909.06748. Bibcode:2019ApJ...886..107W. doi:10.3847/1538-4357/ab4cf0.
- ↑ 3.0 3.1 Wada, K.; Tsukamoto, Y.; Kokubo, E. (2021). „Formation of "Blanets" from Dust Grains around the Supermassive Black Holes in Galaxies“. The Astrophysical Journal. 909 (1): 96. arXiv:2007.15198. Bibcode:2021ApJ...909...96W. doi:10.3847/1538-4357/abd40a. S2CID 220870610.
- ↑ Starr, M.. (3 August 2020) We Have Ploonets. We Have Moonmoons. Now Hold Onto Your Hats For... Blanets. ციტირების თარიღი: 2020-08-08
- ↑ Greene, T.. (2020-08-04) Scientists: What if black holes had a safe zone where little planets could live? Let's call them 'blanets'. ციტირების თარიღი: 2020-08-08
- ↑ Beaulieu, J.-P.; Bennett, D.P.; et al. (January 26, 2006). „Discovery of a cool planet of 5.5 Earth masses through gravitational microlensing“. Nature. 439 (7075): 437–440. arXiv:astro-ph/0601563. Bibcode:2006Natur.439..437B. doi:10.1038/nature04441. PMID 16437108. S2CID 4414076. ციტირების თარიღი: May 22, 2022.
- ↑ Kirikawa, Rintaro; et al. (37) (14 March 2024). „OGLE-2014-BLG-0221Lb: A Jupiter Mass Ratio Companion Orbiting Either a Late-type Star or a Stellar Remnant“. The Astronomical Journal. 167 (4): 154. arXiv:2310.13066. Bibcode:2024AJ....167..154K. doi:10.3847/1538-3881/ad2703.
- ↑ Chandra Sees Evidence for Possible Planet in Another Galaxy - NASA en-US. ციტირების თარიღი: 2024-08-07