ბიძინა ქუთათელაძე
ბიძინა ქუთათელაძე (დ. 1895 — გ. 5 მაისი, 1969) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაქართული ეროვნული ჯარისა და პოლონეთის ეროვნული არმიის მაიორი ბიძინა ქუთათელაძე 1895 წელს დაიბადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია-ოკუპაციამდე იგი იყო ქართველ ოფიცერთა სამხედრო სასწავლებლის პედაგოგ-ინსტრუქტორი და იუნკერთა ასეულის მეთაური. 1921 წლის თებერვალში მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბიძინა ქუთათელაძე ჯერ თურქეთში გადავიდა, შემდეგ კი — პოლონეთში. 1923 წელს მან წარჩინებით დაამთავრა პოლონეთის გენშტაბის სამხედრო აკადემია. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მიიღო გენშტაბის მაიორის სამხედრო ხარისხი და დაინიშნა დივიზიის შტაბის საოპერაციო დარგის უფროსად. ამ თანამდებობაზე მოუსწრო მას ომმა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ვარშავის დაცვაში. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ბიძინა ქუთათელაძე მსახურობდა დასავლეთის ფრონტზე, ინგლისის არმიის შემადგენლობაში. 1950-იანი წლების დამდეგს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. მიღებული ჰქონდა ინგლისის არმიის კაპიტნის ხარისხი, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის არაერთი სამხედრო ჯილდო. გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლონდონში. ბიძინა ქუთათელაძე გარდაიცვალა 1969 წლის 5 მაისს, 74 წლის ასაკში. დაკრძალულია ლონდონის გარეუბანში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ურუშაძე, ლევან. ბიძინა ქუთათელაძე // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 23