ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი (დ. 30 იანვარი, 1980[1]) — ქართველი პედიატრი, ალერგოლოგი და ტელეწამყვანი.

ბიძინა კულუმბეგოვი
დაბადების თარიღი 30 იანვარი, 1980 (1980-01-30) (44 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
აქტიური 1999–დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1980 წლის 30 იანვარს. 1999–2005 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2005–2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რეზიდენტი — პედიატრი. 2018 წლიდან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრი. 2021-2023 წლებში განათლების და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციის საბჭოს წევრი. 2024 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების საბჭოს წევრი. 2008–2009 წლებში იყო ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის უმცროსი ექიმი. 2009 წელს მიიღო სახელმწიფო სერთიფიკატი. 2010 წლიდან მუშაობს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში (ბავშვთა ალერგოლოგი). 2024 წლიდან ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი.

2016 წლიდან იყო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის შოუ“-ს თანაწამყვანი

2002–2005 წლებში იყო თსსუ-ს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების საბჭოს წევრი, პედიატრიის სექციის თავმჯდომარე; 2005-დან ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ახალგაზრდა წევრი. 2003 წელს მიიღო მონაწილეობა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის და ივ. თარხნიშვილის სახელობის თსსუ-ს სტუდნტთა სამეცნიერო LXVI კონფერენციაზე. მიღებული აქვს პრეზიდენტის ჯილდო I ადგილისათვის. 2004 წელს, იმავე დასახელების LXVII კონფერენციაზე ისევ მიიღო პრეზიდენტის ჯილდო I ადგილისათვის.

2004 წელს მონაწილეობდა II ევროპის ასთმის კონგრესზე თბილისში. 2005 წელს გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ლეიდენის საერთაშორისო სტუდენტთა სამედიცინო კონგრესზე (ნიდერლანდები; სპიკერი); 2009 წელს — ევროპის პედიატრიული ალერგოლოგიისა და ასთმის შეხვედრაზე (ვენეცია, იტალია). 2011 წელს გახდა ევროპის რესპირაციული საზოგადოების ახალგაზრდა წევრი. 2012 წელს მონაწილეობდა ევროპის ალერგოლოგიის და კლინიკური იმულოგიის აკადემიის კონგრესზე (მილანი, იტალია); 2013 წელს — ევროპის ალერგოლოგიის და კლინიკური იმულოგიის აკადემიის კონგრესზე (კოპენჰაგენი, დანია).

2020 წლის მარტიდან ამავე წლის მაისამდე გვანცა დარასელიასთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „პანდემია“ რუსთავი 2-ზე.[2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • B.Kulumbegov, T.Chikovani, M. Gotua, N.Kikodze, E.Magen.  Interleukin-33, Endothelin-1 and Inflammatory Parameters in Chronic Spontaneous Urticaria" . Allergy and Asthma Proceedings, 2023.
  • Type I and Type IIb Autoimmunity in Chronic Spontaneous Urticaria Patients: Evaluating the Clinical Response to Omalizumab. B Kulumbegov, M Gotua, T Chikovani. GEORGIAN SCIENTISTS 5 (2), 109-116. 2023
  • Kulumbegov B, Gotua M. Case report—wheat-dependent exercise-induced anaphylaxis in a patient with chronic spontaneous urticaria: A diagnostic challenge. SAGE Open Medical Case Reports. 2023;
  • Kulumbegov Bidzina, Maia Gotua, and Tinatin Chikovani. "Autoimmunity and Clinical Markers in Chronic Spontaneous Urticaria: A Retrospective Cohort Study." Georgian Biomedical News, 2023.
  • B.Kulumbegov, T.Chikovani, M. Gotua. Comparative Analysis of Inflamatory Markers in Antihistamin-sensitive and Antihistamin-resistent Chronic Spontaneus Urcitaria Patients: A Retrospective Stady.  Abstract book. Sarjevo, Bosnia-Herzogovina, 22.09.24.09- 2023
  • Три заболевания T2-воспаления у подростка: астма, эозинофильный эзофагит и хронический полипозный риносинусит (Клинический случай) ДШ Мачарадзе, БГ Кулумбегов - Аллергология и иммунология в педиатрии, 2022
  • Successful Treatment of Refractory Symptomatic Dermographism and Cholinergic Urticaria in 8-year-old Girl with Omalizumab. B Kulumbegov, M Gotua - Urticaria: Interesting Cases, 2020
  • Infection and chronic urticaria  M.Gotua, B. Kulumbegov, Georgia Medical News. 2020
  • Some Question of Differenial Diagnosis in Food Allergy  D.Sh. Macharadze, H.A. Janaeva, V.I. Peshkin, B.G. Kulumbegov . Journal Allergoloy and Immunology in Pediatrics 2,2017.
  • B. Kulumbegov. Mould Allergy Sensitization among Respiratory Allergy Children in Georgia,  EAACI 2009 Pediatric allergy&Asthma Meeting. Abstract Book. 2009
  • N.E.Sanodze, N.P. Uberi, E.N. Uberi, B. G. Kulumbegov.  Parameters of oxidative metabolism in neonates suffering from sepsis at anemia Georgian Medical News, p 65-67, 2006

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება