ბიძინა კვერნაძის ქუჩა
ბიძინა კვერნაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს საბურთალოს რაიონში (ქვაყრელი); დასაწყისი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში, საბურთალოს ამ ნაწილის განაშენიანების დროს და აკურის ქუჩა ეწოდა. 2013 წელს თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ქუჩას კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის სახელი მიენიჭა.[1] ქუჩაზეა ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. აქვს 2 შესახვევი.
ბიძინა კვერნაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | საბურთალოს რაიონი |
ისტორიული რაიონი | ქვაყრელი |
წინა სახელები | აკურის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 16, ISBN 978-99928-20-35-3.