ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი — სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში.
დაარსდა 1956 წელს, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრი. 1977 წელს მიენიჭა ქართველი მეცნიერის და ცენტრის გახსნის ინიციატორის ნიკო მუსხელიშვილის სახელი. 1983 წელს გამოთვლითი ცენტრი გადაკეთდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტად. 2006 წელს გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ხოლო 2010 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით. სხვადასხვა დროს დაწესებულებას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მათემატიკოსები დავით კვესელავა (1956-1978), ნიკო ვახანია (1978-2006) და სხვ.
ინსტიტუტის ბაზაზე ამოქმედდა საქართველოში პირველი ელექტრონული გამოთვლითი მანქანა, შეიქმნა პირველი პროგრამები გამოთვლითი მანქანებისათვის, დაიწერა პირველი ნაშრომები დაპროგრამების დარგში, შესრულდა პირველი სამუშაოები პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე კონკრეტული ამოცანების გამოთვლით მანქანებზე ამოსახსნელად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვახანია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.