ბიძინა გორგაძე
ბიძინა ვასილის ძე გორგაძე (დ. 17 ნოემბერი, 1919, ოზურგეთი — გ. 11 სექტემბერი, 1992, თბილისი) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1961).
ბიოგრაფია
რედაქტირება1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (უჩა ჯაფარიძის კლასი). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1947 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გორგაძე პეიზაჟისტია. მისი შემოქმედების ძირითადი თემა იყო საქართველოს ისტორიის წარსულისა და აწმყოს ასახვა.
მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „რუსთავი“ (1952–1953), „ბათუმი“ (1953), „ელბაქიძის აღმართი“ (1955), „ზღვის პეიზაჟი“ (1958), „შემოდგომა“ (1981) და სხვ.
გორგაძე მონაწილეობდა საზღვარგარეთ (პოლონეთი, 1959; გერმანია, 1969) მოწყობილ ქართველ მხატვართა გამოფენებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 101.