ბიფიდობაქტერიები
ბიფიდობაქტერიები (ლათ. Bacterium bifidum) — მიკრობები, რომლებიც ძუძუთა ბავშვებისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მაწოვარა მოზარდის ნაწლავების ფლორის 80—90%-ს შეადგენენ. ბიფიდობაქტერიები გრამდადებითი, ოდნავ მოღუნული, 2—5 მმ სიგრძის ჩხირებია, რომელთა ბოლოები ზოგჯერ განტოტვილია; სპორებს არ ქმნიან, ხელს უშლიან ლპობისა და დაავადებათა გამომწვევი მიკრობების განვითარებას, აუმჯობესებენ ნახშირწყლების მონელებას და ამდენად სარგებლობა მოაქვთ ბავშვებისა და მოზარდი ცხოველებისთვის. წარმოქმნიან B ჯგუფის ვიტამინებსა და K ვიტამინს.
ბიფიდობაქტერიები | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Bacterium bifidum | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 421.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიფიდობაქტერიები MedGeo.Net
- ბიფიდობაქტერიები ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები www.nplg.gov.ge
- Bifidobacterium დაარქივებული 2015-08-15 საიტზე Wayback Machine. at Microbe Wiki დაარქივებული 2022-10-31 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Genomes Online Database contains many Bifidobacterium genome projects (ინგლისური)
- Comparative Analysis of Bifidobacterium Genomes (at United States Department of Energy Integrated Microbial Genomes System) (ინგლისური)
- Bifidobacterium at BacDive - the Bacterial Diversity Metadatabase (ინგლისური)