ბიფენილი
ბიფენილი (ასევე ცნობილი როგორც დიფენილი, ფენილბენზოლი, 1,1′-ბიფენილი) — ორგანული ნივთიერება ფორმულით (C6H5)2. არის სასიამოვნო სუნის მქონე, მყარი (კრისტალური) არომატული ნივთიერება. არ იხსნება წყალში, მაგრამ იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მისი მოლეკულა შედგება ორი ფენილის რგოლისგან. აღსანიშნავია, რომ ის საწყისი მასალაა პოლიქლორირებული ბიფენილების წარმოებისთვის, რომლებსაც ოდესღაც ფართოდ იყენებდნენ დიელექტრიკულ სითხეებსა და სითბოს გადამცემებში.
ბიფენილი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | 1,1′-ბიფენილი |
შემოკლება | BP |
ტრადიციული სახელწოდება | ბიფენილი, ფენილბენზოლი |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 154.212 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.04[1] გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 69.2 [1] °C |
დუღილის ტემპერატურა | 255 [1] °C |
უსაფრთხოება | |
LD50 | 2400 [2] |
მიღება
რედაქტირება- ბიფენილი გვხვდება ბუნებაშიც სხვადასხვა ბუნებრივ წყაროებში და შესაძლებელია მათგან დისტილაციით გამოყოფა.[3] ინდუსტრიულად მისი მიღება ხდება დეალკილაციით. ტოლუოლისგან მოიხლიჩება მეთილის ჯგუფი, ხოლო ბენზოლისგან — წყალბადი:
- სხვა ხერხით ის მიიღება ბენზოლის დაჟანგვა-დეჰიდრატაციით (წყლის მიხლეჩით):
- 2 C6H6 + 1⁄2 O2 → C6H5−C6H5 + H2O
- ამ ხერხით წლიურად საშუალოდ 40 000 000 კილოგრამი ბიფენილი იწარმოება. [4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Record in the GESTIS Substance Database of the Institute for Occupational Safety and Health. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-24. ციტირების თარიღი: 2019-09-02.
- ↑ Diphenyl. Immediately Dangerous to Life or Health Concentrations (IDLH). National Institute for Occupational Safety and Health (NIOSH) (4 December 2014). ციტირების თარიღი: 17 March 2015.
- ↑ Adams, N. G., and D. M. Richardson, 1953. Isolation and Identification of Biphenyls from West Edmond Crude Oil. Analytical Chemistry 25 (7): 1073-1074
- ↑ Karl Griesbaum, Arno Behr, Dieter Biedenkapp, Heinz-Werner Voges, Dorothea Garbe, Christian Paetz, Gerd Collin, Dieter Mayer, Hartmut Höke "Hydrocarbons" in Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry 2002 Wiley-VCH, Weinheim. doi:10.1002/14356007.a13_227