ბირსკის რაიონი (ბაშკ. Бөрө районы; რუს. Бирский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბირსკი.

ბირსკის რაიონი
Бирский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ბირსკი
კოორდინატები 55°25′00″ ჩ. გ. 55°31′59″ ა. გ. / 55.416694° ჩ. გ. 55.533306° ა. გ. / 55.416694; 55.533306
დაარსდა 20 აგვისტო, 1930
ფართობი 1786,49 კმ²
სალაპარაკო ენები რუსული, ბაშკირული
მოსახლეობა 64 688 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 36,21 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები, მარიელები, თათრები, ბაშკირები
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
ოფიციალური საიტი admbirsk.ru
ბირსკის რაიონი — რუსეთი
ბირსკის რაიონი

გეოგრაფია

რედაქტირება

ბირსკის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის ცენტრალურ ნაწილში. მას მდინარე ბელაია ყოფს ორ ნაწილად. რაიონის ფართობია 1786,49 კმ².

ბირსკის რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: რუსები — 50,7 %, მარიელები — 20,5 %, თათრები — 15,1 %, ბაშკირები — 11,9 %, სხვა ეროვნების პირები — 1,8  %[1].

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ბირსკის რაიონში არის 78 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 14 სასოფლო დასახლებაში[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება