ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბირენბერგი (ინგლ. Beerenberg) — აქტიური სტრატოვულკანი ნორვეგიაში, იან-მაიენის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე.[1] იგი ერთადერთი აქტიური ვულკანია ნორვეგიაში.[2]

ბირენბერგი
Beerenberg
კოორდინატები: 71°04′36″ ჩ. გ. 8°09′52″ დ. გ. / 71.07667° ჩ. გ. 8.16444° დ. გ. / 71.07667; -8.16444
ქვეყანა ნორვეგია
სიმაღლე 2 277 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1985

ვულკანის თავზე არის დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგანის კრატერი, რომელიც ძირითადად ყინულითაა დაფარული.[3] ვულკანის სიმაღლეა 2 277 . მისი უმაღლესი წერტილია „ჰააკონ მე-7 ტოპენი“ (Haakon VII Toppen) კრატერის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ვულკანის ზედა ფერდობები ძირითადად ყინულით არის დაფარული, რამდენიმე ძირითადი მყინვარით, რომელთაგან ხუთი ზღვამდე აღწევს.[4] მყინვარებიდან ყველაზე გრძელია ვეიპრეხტის მყინვარი, რომელიც კრატერიდან ზღვამდეა გადაჭიმული, დაახლოებით 6 კმ-ზე.

ბირენბერგი ძირითადად შედგება ბაზალტის ლავური ნაკადებისგან. ფერდობზე ნაპრალების გასწვრივ ჩამოყალიბდა მრავალი ვულკანური კონუსი.

სახელი „ბირენბერგი“ ჰოლანდიურად ნიშნავს „დათვის მთას“. იგი მომდინარეობს მე-17 საუკუნის მეთეევზეებისგან, რომლებმაც მთის კალთაზე თეთრი დათვი დაინახეს.[5]

  1. Jan Mayen: volcano in the freezer (25 Aug 2015). ციტირების თარიღი: 31 May 2016
  2. Jan Mayen Expedition 1997 European Volcanological Society. ციტირების თარიღი: 4 May 2015
  3. Jan Mayen Topographic Map
  4. James Gordon Hayes, The Conquest of the North Pole: Recent Arctic Exploration, p. 222, Taylor & Francis, 1934
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბირენბერგი“-დან