ბინგუ ვა მუთარიკა
ბინგუ ვა მუთარიკა (ინგლ. Bingu wa Mutharika; დ. 24 თებერვალი, 1934, ტიოლო, ნიასალენდი — გ. 5 აპრილი, 2012, ლილონგვე, მალავი) — მალავის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 2004-2012 წწ.
ბინგუ ვა მუთარიკა | |
მალავის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მაისი, 2004 – 5 აპრილი, 2012 | |
წინამორბედი | ბაქილი მულუსი |
მემკვიდრე | ჯოის ბანდა |
დაბადებული | 24 თებერვალი, 1934 ტიოლო, ნიასალენდი |
გარდაცვლილი | 5 აპრილი, 2012 ლილონგვე, მალავი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა დელის უნივერსიტეტი. 1978 წლიდან მუშაობს გაეროში. 1991 წლიდან აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანების (COMESA) გენერალური მდივანია. ოპოზიციაში ედგა მალავის პირველ და მუდმივ პრეზიდენტს ჰეისტინგზ კამუზუ ბანდას. მას შემდეგ, რაც ბანდამ 1994 წელს გამოაცხადა თავისუფალი არჩევნები მუთარიკამ დააარსა გაერთიანებული დემოკრატიული ფრონტი და მოიგო არჩევნები. თავდაპირველად მხარი დაუჭირა პარტიის ლიდერსა და ბანდას მემკვიდრეს ბაქილი მულუსის, ხოლო შემდეგ ეკონომიკური პოლიტიკის გამო დაიწყო მისი კრიტიკა და მიატოვა პარტიის რიგები. დააარსა გაერთიანებული პარტია, მონაწილეობა მიიღო 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მიიღო ხმების 1 %-მდე. განცდილი მარცხის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა გაერთიანებულ დემოკრატიულ ფრონტს, დაინიშნა მალავის სარეზერვო ბანკის თავმჯდომარედ, 2002 წლიდან ეკონომიკური დაგეგმარებისა და განვითარების მინისტრია. 2004 წელს ხმების 37 %-ით აირჩიეს ქვეყნის მეთაურად. ხელახლა აირჩიეს 2009 წლის 21 მაისს.
გარდაიცვალა თანამდებობაზე 2012 წლის 5 აპრილის გულის შეტევით[1][2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბინგუ ვა მუთარიკას ბიოგრაფია cidob.org-ზე დაარქივებული 2012-06-21 საიტზე Wayback Machine.