ბინარული ნაერთი
ბინარული ნაერთი — ნაერთი, რომელიც შეიცავს ორ სხვადასხვა ქიმიურ ელემენტს. არაორგანული ბინარული ნაერთები არის ოქსიდები, მაგალითად, აზოტის ოქსიდები. ბინარული ნაერთები გავრცელებულია ორგანული ქიმიაშიც. ასეთ ფუნქციონალურ ჯგუფებს წარმოადგენენ ალკანები, ალკენები, ალკინები, არენები, ციკლოალკანები და ალკადიენები.