ბიმსტერი
ბიმსტერი (ნიდერლ. Beemster) — მუნიციპალიტეტი ნიდერლანდებში, ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციაში. 2007 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 8 486 ადამიანს შეადგენს. ბიმსტერი თავდაპირველად პოლდერს ეწოდებოდა (ზღვის დაბლობი სანაპიროს ამოშრობილი და დამუშავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ზღვის დონეზე დაბლაა და ჯებირით არის დაცული წყლით დაფარვისაგან), რომელიც ტბას ქარის წისქვილების დახმარებით გამოსტაცეს. ეს პროცესი 1609 - 1612 წლებში მიმდინარეობდა. დღეისათვის თითქმის ხელუხლებლადაა შემონახული მისი მინდვრების ლანდშაფტი, გზები, არხები, დამბები და დასახლებები რომლებიც კლასიკური და რომანული სტილის დაგეგმარების პრინციპებზეა შექმნილი.
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბიმსტერი Beemster | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
კოორდინატები | 52°34′00″ ჩ. გ. 4°56′00″ ა. გ. / 52.56667° ჩ. გ. 4.93333° ა. გ. | ||||
მმართველი | Joyce van Beek | ||||
ფართობი | 72.08 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | −4 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 8 486 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 120 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1460–1464 | ||||
ოფიციალური საიტი | beemster.net | ||||
ბიმსტერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ქალაქსა და სოფელს მოიცავს.
1999 წელს, მისი ისტორიული მნიშვნელობის, არეალის ორიგინალური და დღემდე ხელშეუხებელი სტრუქტურების გამო ბიმსტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Description of a historical walking tour in the World Heritage polder Beemster, including initiary guide
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 899 ინგლ. • რუს. • ფრ. |