ქარის წისქვილი

ქარის წისქვილი — ნაგებობა-მოწყობილობა, რომლის მთავარი დანიშნულება ქარის ძალით ენერგიის წარმოებაა. ამგვარი სახით წარმოქმნილი ენერგია მრავალი გზით გამოიყენება, მათ შორის ტრადიციულად ხორბლის ან სანელებლების დასაფქვავად, წყლის სატუმბად, ხის სახერხად და მისთ. თანამედროვე ქარის ძალის მანქანები ელექტრობის გენერაციისთვის გამოიყენება და მათ უფრო ზუსტად ქარის ტურბინებს უწოდებენ.

ქარის წისქვილები, კასტილია-ლა მანჩა, ესპანეთი.