ბილია (რუმ. Bâlea) — მყინვარული წარმოშობის ტბა რუმინეთში, სიბიუს ჟუდეცში. მდებარეობს ფეგერაშის მასივზე, ზღვის დონიდან 2034 მ სიმაღლეზე. ფართობი 0.047 კმ², მაქსიმალური სიღრმე 11.35 მ. 1977 წლის 17 აპრილს ტბის სიახლოვეს ჩამოწოლილმა ზვავმა 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.[1] 2006 წელს ტბის ნაპირთან გაშენდა აღმოსავლეთ ევროპაში პირველი 16-ადგილიანი იგლუს ტიპის ყინულის სასტუმრო.[2] აქვეა ორი შალე და მეტეოროლოგიური სადგური.

ბილია
კოორდინატები: 45°36′00″ ჩ. გ. 24°37′00″ ა. გ. / 45.60000° ჩ. გ. 24.61667° ა. გ. / 45.60000; 24.61667
მდებარეობა რუმინეთის დროშა რუმინეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2034 
სიგრძე 0.36 კმ
სიგანე 0.19 კმ
ფართობი 0.047 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 11.35 
ბილია — რუმინეთი
ბილია
მედიაფაილები ვიკისაწყობში