ბილეჯიქი
ბილეჯიქი (თურქ. Bilecik) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში, ბილეჯიქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ბილეჯიქი მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია აღმოსავლეთ თრაკიაში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ბილეჯიქში 57 117 ადამიანი ცხოვრობს. მდებარეობს 850 მეტრზე ზღვის დონიდან. ქალაქ ბილეჯიქს აქვს მერია და მისი მერი არის სელიმ იაღჯი.
ქალაქი | |
---|---|
ბილეჯიქი თურქ. Bilecik | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ბილეჯიქი |
კოორდინატები | 40°08′35″ ჩ. გ. 29°58′45″ ა. გ. / 40.14306° ჩ. გ. 29.97917° ა. გ. |
მერი | სელიმ იაღჯი |
ფართობი | 4,307 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 850 მ |
მოსახლეობა | 57,117 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 228 |
საფოსტო ინდექსი | 11000 |
საავტომობილო კოდი | 11 |
ოფიციალური საიტი | bilecik.bel.tr |
ბილეჯიქს სამი მხრიდან ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქი. აღმოსავლეთით ესაზღვრება ისტორიული ქალაქი სოღუთი, რომელიც იყო ოსმალეთის იმპერიის პირველი დედაქალაქი 1299-1326 წლებში. აგრეთვე, ბილეჯიქს აღმოსავლეთით ესაზღვრება გიოლფაზარი. სამხრეთით — პაზარიერი და ბოზიუიუქი, ხოლო ჩრდილოეთით — ოსმანელი. აგრეთვე, ბილეჯიქს დასავლეთით ესაზღვრება ბურსის პროვინცია.