ბივისი და ბატ-ჰედი
ბივისი და ბატ-ჰედი (ინგლ. Beavis and Butt-head) — ამერიკული ანიმაციური სერიალი, შექმნილი მაიკ ჯაჯის მიერ[2]. პირველი წარმატებული სერიის ბეისბოლი ბაყაყით შემდეგ ბივისისა და ბატ-ჰედის თავგადასავლები რეგულარულად გადიოდა ტელეარხის MTV ეთერში[3][4], 1993 წლის 8 მარტიდან 1997 წლის 28 ნოემბრამდე. ორიგინალური სერიების განმეორებითი ჩვენება ასევე მიმდინარეობდა ტელეარხზე MTV2.
ბივისი და ბატ-ჰედი Beavis and Butt-head | |
---|---|
სერიალის ლოგო | |
ჟანრი | ანიმაციური ტელესერიალი |
ავტორი | მაიკ ჯაჯი |
გახმოვანება |
მაიკ ჯაჯი ტრეის გრენდსტეფი ადამ უელში |
ქვეყანა | აშშ |
სეზონი | 10 |
ეპიზოდი | 270 და 2 საპილოტო ეპიზოდი (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | მაიკლ ბლეიკი |
ხანგრძლივობა |
6–15 წთ (მუსიკალური ვიდეოების გარეშე) 5–11 წთ (მუსიკალური ვიდეოებით) 12–21 წთ (სპეციალური ეპიზოდები) |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | MTV[1] |
ჩვენების ფორმატი |
4:3 (SD) (1993–1997) 4:3 (1080i და 480i SD) |
აუდიო ფორმატი |
სტერეო (1993–95) Dolby Surround (1995–97) Dolby Digital 5.1 (2011) |
ეთერში | 8 მარტი, 1993 | — დღემდე
დაკავშირებული შოუები | დარია |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალის მთავარი გმირები არიან ბივისი და ბატ-ჰედი, რომლებიც ცხოვრობენ ტეხასის შტატის გამოგონილ ქალაქ ჰაილენდში. მათი დიალოგები სარკაზმით არის სავსე, შეიცავს სექსუალურ ფანტაზიებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად სექსუალური გამოცდილება არ ჰქონიათ. ისინი დადიან ჰაილენდის სკოლაში (რომლის პროტოტიპად იქცა ნიუ მეხიკოს სჯოლა, რომელშიც ჯაჯი სწავლობდა), ხანდახან მუშაობენ, მაგრამ ყველაფერში მცირეოდენი წვლილი შეაქვთ. მათი საყვარელი საქმიანობაა ტელევიზორთან ჯდომა და მუსიკალური არხების ყურება - თითოეული ეპიზოდის მსვლელობისას ორეული დასცინის/განიხილავს 2-3 მუსიკალურ ვიდეოს. ბივისი და ბატ-ჰედი ხშირად სხვადასხვა უცნაურ თავგადასავალში ამოჰყოფენ თავს[5][6]. 1996 წელს სერიალის პოპულარობის გამო გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც - Beavis and Butt-head Do America, რომელშიც პერსონაჟები აშშ-ის ტერიტორიაზე მოგზაურობენ.
2011 წელს სერიალის ჩვენება დროებით აღდგა და MTV-ს ეთერში გავიდა მისი მერვე სეზონი. მეცხრე სეზონი გამოვიდა 2022 წელს, ხოლო მეათე — 2023 წელს.
პერსონაჟები
რედაქტირებატელევიზორთან ჯდომის დროს ორივე, როგორც წესი, ნაჩოს, ლუდის მსგავს სასმელებს შეექცევა, აგრეთვე უსმენს მძიმე მეტალს. როგორც წესი, ბივისს აცვია ჯგუფ მეტალიკის სიმბოლიკის მქონე მაისური (პირველ ეპიზოდებში - ჯგუფ სლეიერის სიმბოლიკით), ხოლო ბატ-ჰედს - ჯგუფის AC/DC სიმბოლიკის მქონე მაისური. თუმცა, მოგვიანებით, სხვადასხვა პროდუქციაზე, საავტორო უფლებებთან პრობლემების გამო, მაისურებზე ეწერა „Skull“ და „Death Rock“.
პერსონაჟების წარმომავლობა და გვარები უცნობია, თუმცა ფილმში Beavis and Butt-head Do America ბატ-ჰედი ამტკიცებს, რომ მისი სახელია ბატ, ხოლო გვარი - ჰედი. ასევე არაფერია ცნობილი მათ მშობლებზე, თუმცა ბატ-ჰედი ბივისის დედას ხშირად ძუკნად მოიხსენიებს. სრულმეტრაჟიან ფილმში აგრეთვე არის სცენა, რომელშიც ორივე უდაბნოში უცნობ მამაკაცებს ხვდება. ეს ორი უკანასკნელი იხსენებს, თუ როგორც გაატარეს ღამე ორ ჰაილენდელ კახპასთან. სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან ბიჭების მამები.
ეპიზოდები
რედაქტირებასეზონი | ეპიზოდები | პირველად ეთერში | ||
---|---|---|---|---|
პირველად ეთერში | უკანასკნელად ეთერში | |||
პილოტები | 2 | 22 სექტემბერი, 1992 | 17 ნოემბერი, 1992 | |
1 | 4 | 8 მარტი, 1993 | 25 მარტი, 1993 | |
2 | 25 | 17 მაისი, 1993 | 15 ივლისი, 1993 | |
3 | 31 | 6 სექტემბერი, 1993 | 5 მარტი, 1994 | |
4 | 32 | 14 მარტი, 1994 | 19 ივლისი, 1994 | |
5 | 50 | 31 ოქტომბერი, 1994 | 12 ოქტომბერი, 1995 | |
6 | 20 | 31 ოქტომბერი, 1995 | 7 მარტი, 1996 | |
7 | 41 | 26 იანვარი, 1997 | 28 ნოემბერი, 1997 | |
8 | 22 | 27 ოქტომბერი, 2011 | 29 დეკემბერი, 2011 | |
9 | 23 | 4 აგვისტო, 2022 | 13 ოქტომბერი, 2022 | |
10 | 27 | 20 აპრილი, 2023 | 29 ივნისი, 2023 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „MTV moves 'Beavis' series to 10:30 p.m.“. Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-01. ციტირების თარიღი: 2010-11-09.
- ↑ Strauss, Robert (22 November 1994). „That's Mr. Beavis and Butt-head to You“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-11-08.
- ↑ Cerone, Daniel (16 March 1993). „MTV Toon Dudes Are Slow on Two Counts Television“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-11-12.
- ↑ Rosenberg, Howard (1997-11-26). „Butt-head, We Hardly Knew Ye“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-11-08.
- ↑ „Goodbye, cool world TV: Beavis and Butt-head, nasty, dumb, hysterical little boogers, are going off the air. For one 'chick,' it's been a guilty pleasure“. Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2009-11-09.
- ↑ „Made their mark Television: Those uncouth youth mouth a certain '90s-era truth“. Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-15. ციტირების თარიღი: 2010-11-09.