საეჭვო სოლენანთუსი

(გადამისამართდა გვერდიდან ბიბერშტაინის სოლენანთუსი)

საეჭვო სოლენანთუსი, ბიბერშტაინის სოლენანთუსი (ლათ. Solenanthus dubius) — ორ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 40-80 სმ სიგრძის ღერო. მცენარე დაფარულია მონაცრისფრო რბილი ბეწვით. ზედა ნაწილში დატოტვილი და დაღარულია. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ოვალური. ღეროსეული ფოთლები უფრო პატარაა, უკულანცეტასებური, წარზიდული მოკლე ყუნწში. ყვავილედი სფეროს ფორმის თავთავია. გვირგვინი მღვრიე იისფერია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-მაისში.[2]

საეჭვო სოლენანთუსი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  სოლენანთუსი
სახეობა:  საეჭვო სოლენანთუსი
ლათინური სახელი
Solenanthus dubius Fisch. & C.A.Mey., 1838
სინონიმები[1]

გავრცელებულია ყირიმში, კავკასიაში.[1] საქართველოში სპორადულად გვხვდება. იზრდება ტენიან ტყეებში.[2]

  1. 1.0 1.1 Solenanthus dubius Fisch. & C.A.Mey. | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021
  2. 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 114.