ბექა ქურხული
ბექა ქურხული (დ. 6 ოქტომბერი, 1974) — ქართველი მწერალი, სამხედრო რეპორტიორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. [წყარო არ არის მითითებული 1045 დღე]
ბექა ქურხული | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 ოქტომბერი, 1974 (50 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ნოველისტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი[1] |
ჟანრი | მოთხრობა |
ჯილდოები | პრემია „საბა“ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბექა ქურხული დაიბადა 1974 წლის 6 ოქტომბერს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო), რომელიც დაამთავრა 1996 წელს.
ბექა ქურხულის ნოველები პირველად დაიბეჭდა 1991 წელს გაზეთ „მამულში“. ამის შემდეგ ბექა ქურხულის მოთხრობები და ნოველები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში: „მამული“, „ალტერნატივა“, „არილი“ „პარნასი“, „დილის გაზეთი“, „ჩვენი მწერლობა“, „24 საათი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიბერალი“, „ცხელი შოკოლადი“, „ახალი საუნჯე“, „ლიტარატურული გაზეთი“.
1999-2004 წლებში მუშაობდა „დილის გაზეთში“ სამხედრო რეპორტიორად. მივლინებული იყო და რეპორტაჟებს აქვეყნებდა საქართველოს და კავკასიის ცხელი წერტილებიდან და კონფლიქტური რეგიონებიდან: აფხაზეთი (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ჩრდილოეთ ოსეთი (ვლადიკავკაზი) ინგუშეთი (ჩერმენი, მაგასი), ცხინვალის რეგიონი, (ცხინვალი, ნიქოზი, თამარაშენი), აზერბაიჯანი (ბაქო), პანკისისი ხეობა (ახმეტის რაიონი, საქართველო).
2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ლიტერატურულ ინსტიტუტში (ხელმძღვანელი ამირან არაბული). დისერტაციის თემა „მოლაშქრეობა-მეკობრეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“.
2011-2013 წლებში თანამშრომლობდა მედიასახლთან „media house dekom“ („ლიბერალი“, „ცხელი შოკოლადი“).
2013 წლის მარტში მივლინებული იყო სამხედრო რეპორტიორად ავღანეთში (ქაბული, ჰელმანდი) ISAF და ნატოს მისიებში, ქართულ- ამერიკულ ბაზებზე („ლეზერნიკი“, „შუკვანი“, „ერედვი“)
მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში (ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, იტალია).
ბექა ქურხულის მოთხრობები თარგმნილია — ინგლისურ, იტალიურ, პოლონურ, უკარინულ, ჩეხურ, ლიტვურ, სლოვაკურ, თურქულ, ოსურ, ავარიულ (დაღესტანი) ალბანურ, სომხურ და რუსულ ენებზე.
გამომცემლობა „stillo editrice“ (ბარი, იტალია) 2018 წელს იტალიურად თარგმნა და გამოსცა ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული -„ქალაქი თოვლში.“ (მთარგმნელი ნუნუ გელაძე). იმავე 2018 წელს ბექა ქურხული მონაწილეობდა ტორინოს (მაისში) და ბარის (ოქტომბერში) საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში.
გამომცემლობა „DITURiA“-მა (ალბანეთი) 2021 წელს ალაბნურად თარგმნა და გამოსცა ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული „ქალაქი თოვლში“ (მთარგმნელი ქუიტიმ იემერი).[2]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „წერტილი… დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები" — გამომცემლობა „კავკასიური სახლი“ 2004 წელი.
- მოთხრობების კრებული „შეხვედრა მას შემდეგ“-გამომცემლობა „პეგასი.“ 2010 წელი.
- მოთხრობების კრებული „სახლი სხვაგან“ — გამომცემლობა „საარი.“ 2005 წელი.
- მოთხრობების კრებული „შეხვედრა მას შემდეგ“ — გამომცემლობა „სიესტა“ 2011 წელი.
- მოთხრობების კრებული „ზაფხულის მოკლე ღამე“ — გამომცემლობა „პალიტრა“ 2012 წელი.
- პიესა „აჰა საცაა ხე წაიქცევა“ — ჟურნალი აფრა“ — „კავკასიური სახლი“ 2012 წელი.
- „ჩანაწერები 1993-2011“ — გამომცემლობა „საუნჯე” 2013 წელი.
- მოთხრობების კრებული „ქალაქი თოვლში“ — გამომცემლობა „სიესტა“ 2013 წელი.
- ესეების და ბლოგების კრებული „ღია კარის ქვეყანა“ — გამომცემლობა „ინტელექტი“ 2014 წელი.
- რომანი „სამოთხიდან გაქცეულები“ — გამომცემლობა „ინტელექტი“ 2015 წელი.
- მოთხრობების კრებული „სკანდარა და სხვა მოთხრობები“ — გამომცემლობა “ინტელექტი“ 2017 წელი.
- რომანი „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი ყიფჩაღი“ — გამომცემლობა “ინტელექტი“ 2020 წელი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2006 — ლიტერატურული პრემია „საბა“— ნომინაცია წლის საუკეთესო პროზაული კრებული — წიგნისთვის „სახლი სხვაგან—ნომინანტი.
- 2013 — ლიტერატურული პრემია „საბა“ — ნომინაცია წლის საუკეთესო დრამატუგიული ნაწარმოები — პიესისთვის „აჰა საცაა ხე წაიქცევა“ — ნომინანტი.
- 2014 — ლიტერატურული პრემია „საბა“ — ნომინაცია წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა — წიგნისთვის „ჩანაწერები 1993-2011“ — ნომინანტი.
- 2014 — ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაცია წლის საუკეთესო კრებული — წიგნისთვის „ქალაქში თოვლში“ — ნომინანტი.
- 2014 — რეზო ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია (I ადგილი) — ლაურეატი.
- 2016 — ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაცია წლის საუკეთესო რომანი წიგნისთვის „სამოთხიდან გაქცეულები“ — ლაურეატი.
- 2017 — ლიტერატურული პრემია „თბილისი“ — მოთხრობისათვის „დაუსრულებელი დეჟავიუ მოლბერტთან“ — ნომინანტი.
- 2018 — ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ — ნომინაცია წლის საუკეთესო პროზაული კრებული — წიგნისთვის „სკანდარა და სხვა მოთხრობები“ — ლაურეატი.
- 2019 — ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია „საგურამო“ — „წლის საუკეთესო პროზაიკოსი“ — ლაურეატი.
- 2021 — ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ — ნომინაცია“წლის საუკეთესო რომანი“ რომანისათვის „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი ყივჩაღი“ — ლაურეატი.
- 2021 — ლიტერატურული პრემია „ფაზისი“ — რომანისათვის „თვალდაკარგული ყივცაღის ჩანაწერები ანუ დეშთი ყიფჩაღი“ — ლაურეატი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბექა ქურხული — ინტელექტი
- ბექა ქურხული დაარქივებული 2019-07-16 საიტზე Wayback Machine. — თარგმნის ლაბორატორია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Beka Kurkhuli (2021). Qyteti në dëborë, მთარგმნელი ქუიტიმ იემერი, ალბანეთი: Dituria, გვ. 168. ISBN 9789928292971.