ბექა კობახიძე
ბექა კობახიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1985, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი (2015), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
ბექა კობახიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 ოქტომბერი, 1985 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბექა კობახიძე დაიბადა 1985 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში. იგი ლექციებს კითხულობდა საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. 2018-2019 წლებში. იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკა, კავკასიის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების ისტორიული ურთიერთკვეთა და XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია. ბექა კობახიძის მიმდინარე კვლევითი პროექტი არის „პარიზი 1919-1920: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთის პოლიტიკაში“. კობახიძემ 2012-2014 წლებში მოიპოვა „პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“, 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი, ხოლო 2018 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ საგრანტო პროგრამის კონკურსში.
ბექა კობახიძემ დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელს. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
იგი 2009-2015 წლებში მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, 2015-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა განათლებისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს, 2019 წლიდან კი მუშაობს უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში.
2020 წელს პროფესორ სტივენ ჯონსთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა და თანახელმძღვანელობს თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამას.[1]
პუბლიკაციები
რედაქტირება
- 2021 Vulnerability of a Postcolonial Small State: Georgia’s International Prospects in 1918, in Burkhard Olschowsky, Tobias Weger, Piotr Juszkiewicz, and Jan Rydel (Ed.), Central and Eastern Europe after the First World War, De Gruyter Oldenbourg 2021;
- 2020 წიგნი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლი, ბექა კობახიძე – თანაავტორი;
- 2020 ყარაბაღის კონფლიქტი: წარსული, აწმყო, მომავალი;
- 2019 Feeble Projects and Wishes: The Caucasian and Transcaucasian Federation/Confederation in the Geopolitics of 1918-1920, Journal Caucasus Survey, Volume 8, Issue 1;
- 2019 Under the Menace of the “White” Russia: The First Diplomatic Encounters between the Independent States of Georgia and Poland in 1918 and 1919, in David Kolbaia (Ed.), Polish-Georgian Historians’ Commission, Collected Works, Volume I, pp. 51-65, Institute of National Remembrance of Poland;
- 2018 ჩვენი ვარლამის ამბავი, National Geographic საქართველო;
- 2018 სტივენ ჯონსი, „სოციალიზმი ქართულ ფერებში“, ბექა კობახიძე მეორექართული გამოცემის მთავარი სამეცნიერო რედაქტორი;
- 2018 „ბრიტანული“ კავკასია 1918-1920, სამეცნიერო კრებულში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ – მოდელი ევროპისთვის?“, გვ. 117-145;
- 2017 From International Revolution to a National State – The Case of Georgian Social Democracy (1917-1921);
- 2015 წიგნის „სერ ოლივერ უორდროპი 150“ ავტორი/შემდგენელი;
- 2015 ფოტოალბომის „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ავტორი/შემდგენელი;
- 2015 სადოქტორო დისერტაცია – „საქართველოს საკითხი პარიზისსამშვიდობო კონფერენციაზე (1919-1920)“;
- 2015 კავკასია 1918-1924: ერთმანეთზე დამოკიდებულების არშემდგარიპროექტი; კრებული – 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების 90-ე წლისთავი; თბილისი; გვ. 239-255;
- 2014 The Role of His Majesty’s High Commissioner Sir Oliver Wardrop in Transcaucasia with Regard to Georgian-British State Relations, pp. 3-27, Tbilisi;
- 2013 Davit Ghambashidze: Representative of The First Georgian Democratic To His Britannic Majesty’s Government (1918-1921); Journal of Central Asian And Caucasian Studies, Volume 8, Nr. 15, pp. 151-168, Ankara;
- 2012 საქართველოს პირველი ამერიკელი მეგობარი – კონგრესმენი უოლტერმარიონ ჩენდლერი (1919-1921); თსუ „შრომები“ V, გვ. 280-292, თბილისი;
- 2011 Georgia’s ”Caucasian Role” and Russia – 1918-1921 and the Current Situation; Electronic Billingual Scholarly Peer-Reviewed Journal “Spekali”, Nr. 4;
- 2010 რეაქციონერი რუსი ეგზარქოსის ნიკონის მკვლელობა (1908 წ.); ქრისტიანობის კვლევები 5; თბილისი 2010; გვ. 68-89;
- 2008 პოლიტოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულში გამოქვეყნებული სტატია – „არჩილ ჯორჯაძის ეროვნულ-პოლიტიკური მსოფლმხედველობა და თანამედროვეობა — საერთო მოქმედების ნიადაგი”; პოლიტიკის მეცნიერებათა საკითხები № 2; 2008 წ. 55-66 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბექა კობახიძე - geomodernhistory.iliauni.edu.ge
- Dr Beka Kobakhidze Georgian Studies Fellow 2018-2019
- ბექა კობახიძე - iliauni.edu.ge
- Beka Kobakhidze Caucasus Network for Sustainable Development of Mountain Regions
- Beka Kobakhidze HEINRICH-BÖLL-STIFTUNG
- სპეკალი №4 2011- ბექა კობახიძე დაარქივებული 2022-01-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა - ბექა კობახიძე. geomodernhistory.iliauni.edu.ge. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2022.