ბექა გოჩიაშვილი

არტისტი, კომპოზიტორი, მუსიკოსი.

ბექა გოჩიაშვილი (დ. 11 მარტი, 1996, თბილისი) — ქართველი არტისტი, კომპოზიტორი, მუსიკოსი.

ბექა გოჩიაშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბექა გოჩიაშვილი
დაბ. თარიღი 11 მარტი, 1996
დაბ. ადგილი თბილისი
მიმართულება ჯაზი
საქმიანობა არტისტი, კომპოზიტორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო 3 წლის ასაკიდან, 4 წლის ასაკიდან ჯაზის მიმართულებით სხვადასხვა პედაგოგებთან მეცადინეობდა.[1] მასში ეს ნიჭი მუსიკოსმა მამამ აღმოაჩინა და 10 წლის ასაკში უკვე ჯაზკლუბებში დაკვრა დაიწყო.[2] 2008 წლიდან, აშშ სახელმწიფო მდივნის კ. რაისისა და საქართველოს კულტურის მინისტრის ნ. რურუას მხარდაჭერით სწავლობს აშშ ჯულიარდის აკადემიაში არსებულ ART-school–ში. 2015 წელს გამართა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად. ექვსი წლის ასაკიდან ნატრობდა, რომ ჩიკ კორიას შეხვედროდა. საბოლოოდ მასთან ერთად დუეტში დაუკრა და ალბომიც ჩაწერა.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2008 — მონტრეს ფესტივალი (შვეიცარია), I პრემია
  • 2007 — საულკრასტეს ფესტივალი (ლატვია), ლაურეატი
  • 2004 — კლასიკური მუსიკის ფესტივალი (შვაიგერი, გერმანია)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანზორ თამარიშვილი, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2015, გვ. 122

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება