ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბეტი ბუთროიდი, ბარონესა ბუთროიდი, ღირსების ორდენის კავალერი, ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს წევრი (1929 წლის 8 ოქტომბერი – 2023 წლის 26 თებერვალი) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც 1973 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში ასრულებდა დასავლეთ ბრომვიჩის პარლამენტის წევრის მოვალეობას. როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრი, 1992-დან 2000 წლამდე პერიოდის განმავლობაში იგი მუშაობდა თემთა პალატის სპიკერად.[1] ის იყო პირველი და ამჟამად არის ერთადერთი ქალი, რომელმაც იმუშავა სპიკერის პოზიციაზე.[2] მოგვიანებით, ტრადიციიდან გამომდინარე, ბუთროიდმა დაიკავა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ადგილი ლორდთა პალატაში.[3]

ბარონესა ბუთროიდი

ოფიციალური პორტრეტი, 2018 წელი
დაბადების თარიღი 1929 წლის 8 ოქტომბერი
დიუსბური, იორკშაირის დასავლეთ მხარე, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 2023 წლის 26 თებერვალი (93 წლის)
კემბრიჯი, ინგლისი
დაკრძალულია წმ. გიორგის ეკლესია, თრიფლოუ, კემბრიჯშაირი, ინგლისი
ალმა-მატერი კირკლეის კოლეჯი
პარტია

ლეიბორისტული პარტია (1992 წლამდე); თემთა პალატის სპიკერი (1992–2000 წლები);

დამოუკიდებელი წევრი (2001 წლიდან)
ხელმოწერა

ადრეული წლები

რედაქტირება

ბუთროიდი დაიბადა იორკშაირის ქალაქ დიუსბურიში 1929 წელს. იგი იყო ფეიქრების, კერძოდ, ბენ არჩიბალდ ბუთროიდისა (1886–1948) და მისი მეორე ცოლის, მერის (1901–1982) ერთადერთი ქალიშვილი. მან განათლება მიიღო სამეფო სკოლებში და გაემგზავრა დიუსბურის კომერციისა და ხელოვნების კოლეჯში (ამჟამად - კირკლეის კოლეჯი) სასწავლებლად. 1946 წლიდან 1952 წლამდე, ბუთროიდი მუშაობდა მოცეკვავედ და ხშირად გამოდიოდა ლონდონის პალადიუმის თეატრში.[4] თუმცა, ფეხში შეეჭრა ინფექცია და მოუწია მოცეკვავის კარიერის დასრულება. ამის შემდეგ, იგი უჩვეულოდ ჩაერთო პოლიტიკაში, რადგან მაშინ, უმეტესწილად, არისტოკრატი მამაკაცები დომინირებდნენ პოლიტიკაში.[5]

1950-იანი წლების მიწურულამდე, ბუთროიდი მუშაობდა პარლამენტში, კერძოდ, ლეიბორისტული პარტიის წევრის, ბარბარა კეისლისა[6] და ჯეფრი დე ფრიტასის მდივნად.[7] 1960 წელს, ის გაემგზავრა აშშ-ში, რათა საკუთარი თვალით ენახა კენედის კამპანია. მოგვიანებით, 1960-დან 1962 წლამდე პერიოდში, ბუთროიდი მუშაობდა ამერიკელ კონგრესმენ სილვიო კონტეს საკანონმდებლო ასისტენტად. ლონდონში დაბრუნების შემდგომ, იგი დაუბრუნდა მდივნის პოზიციას და სხვადასხვა უფროსი ლეიბორისტი პოლიტიკოსის ასისტირება დაიწყო. მათ შორის, იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ჰარი უალსტონის დაქვემდებარებაში.[8] 1965 წელს, იგი აირჩიეს ჰამერსმიტ ბოროუს საბჭოში, სადაც თანამდებობას იკავებდა 1968 წლამდე.[9][10]

პარლამენტის წევრი

რედაქტირება

ლეიბორისტული პარტიის ფარგლებში, ბუთროიდმა რამდენიმე ადგილის მოპოვება შეძლო – ლეიკესტერის სამხრეთ-აღმოსავლეთი – 1957 წელს, პიტერბოროუ – 1959 წელს, ნელსონი და კიოლნი – 1968 წელს და როსენდალი – 1970 წელს, სანამ აირჩევდნენ პარლამენტის წევრად დასავლეთ ბრომვიჩში 1973 წელს.[11] იგი წარმოადგენდა მოსახლეობას 27 წლის განმავლობაში.

1974 წელს ბუთროიდი დაინიშნა სამთავრობო პარტიის ორგანიზატორის ასისტენტად. 1975 წელს ის გახდა მთავრობის მიერ არჩეული მაშინდელი ევროპული "საერთო კრების" წევრი, სანამ არ მოხსნეს თანამდებობიდან 1977 წელს.[12][13] 1979 წელს ბეტი ბუთროიდი გახდა საგარეო საქმეთა "არჩევითი კომიტეტის" წევრი, სადაც იმუშავა 1981 წლამდე, ხოლო 2000 წლის 1 იანვრამდე იკავებდა სპიკერის პანელის თავმჯდომარის პოსტს.[14] იგი გახდა ლეიბორისტული პარტიის "ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის" წევრი 1981-დან 1987 წლამდე, ხოლო "თემთა პალატის კომისიის" წევრი - 1983-დან 1987 წლამდე პერიოდებში.[15]

სპიკერის მოადგილე და სპიკერი

რედაქტირება
 
ბუთროიდის სპიკერის ფეხსაცმელი ქალთა ბიბლიოთეკაში.

1987 წლის საყოველთაო არჩევნებიდან მოყოლებული, ბუთროიდი გახდა სპიკერ ბერნარდ ვიათერილის მოადგილე. ბეტი ჰარვი ანდერსონის შემდეგ, ის იყო მეორე მდედრობითი სქესის სპიკერის მოადგილე ბრიტანეთის ისტორიაში. 1992 წელს, იგი აირჩიეს სპიკერად და აღმოჩნდა პირველი ქალი, რომელმაც დაიკავა აღნიშნული პოზიცია. დებატები მიმდინარეობდა იმის შესახებ, უნდა მოერგო თუ არა, ბუთროიდს სპიკერის ტრადიციული პარიკი. მან თქვა უარი, მაგრამ განაცხადა, რომ ნებისმიერი მომდევნო სპიკერი გათავისუფლდებოდა პარიკის ტარების ვალდებულებისგან, თუმცა ჯერ არავის მიუმართავს ამ უფლებისთვის.[16] თუ როგორ უნდა მიემართათ მისთვის, ბუთროიდმა უპასუხა: "დამიძახეთ მადამი".[17]

1993 წელს მთავრობამ გამოიყენა საკუთარი საარჩევნო ხმა და მოიგო კენჭისყრა, რომელიც შეეხებოდა მაასტრიხტის ხელშეკრულების სოციალური საკითხების თავს (სპიკერ დენისონის წესის მიხედვით შემუშავებული). მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ხმები არასწორად დაითვალეს, რის გამოც მთავრობამ მოიგო ერთი ხმით.[18][19] მას უაღრესად მოსწონდა ახალგაზრდა ხალხის პოლიტიკაში ჩართულობა და 1990-იან წლებში BBC-ის საბავშვო გადაცემასაც კი ესტუმრა.[20] პრემიერ-მინისტრის ყოველკვირეულ კითხვას ბუთროიდი ყოველთვის პასუხობდა ფრაზით - "დრო ამოიწურა!".

2000 წლის 12 ივლისს პრემიერ-მინისტრის გამოსვლისა და ზაფხულის რეცესიის შემდგომ, ბუთროიდმა დააანონსა "თემთა პალატის" სპიკერის პოზიციიდან გადადგომა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა პატივი მიაგო მას და უწოდა "გარკვეული სახის ეროვნული ინსტიტუტი". ბლერის მემკვიდრე ჯონ მეიჯორმა იგი დაახასიათა, როგორც "გამოჩენილი სპიკერი".[21] იგი გადადგა სპიკერის თანამდებობიდან და 2000 წლის 23 ოქტომბერს დაინიშნა პარლამენტის წევრად.[22]

პერის წოდება და მოგვიანო საქმიანობა

რედაქტირება

1993 წელს ბუთროიდი ლონდონის ქალაქის უნივერსიტეტმა დააჯილდოვა სამოქალაქო სამართლის დოქტორის წოდებით. 1994 წლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე, იგი იყო ღია უნივერსიტეტის კანცლერი და უნივერსიტეტის არქივს ზოგიერთი პერსონალური ნაშრომი გადასცა. 1995 წლის მარტში, ღია უნივერსიტეტმა იგი დააჯილდოვა საპატიო ხარისხით. 1999 წელს იგი გახდა ოქსფორდის, კერძოდ, წმ. ჰიუს კოლეჯის საპატიო მკვლევარი.[23] შესაბამისად, 1994-1999 წლებს შორის ბუთროიდის ორი პორტრეტი ინახებოდა საპარლამენტო ხელოვნების კოლექციაში.[24]

2001 წლის 15 იანვარს, მან მიიღო პერის წოდება, კერძოდ, სენდველელი ბარონესა ბუთროიდი, დასავლეთ მიდლენდის ოლქიდან.[25] მისი ავტობიოგრაფია გამოქვეყნდა იმავე წელს. 2005 წლის აპრილში, იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, რომელიც წარმოადგენდა დედოფლის პირად საჩუქარს.[26]

2009 წელს ბუთროიდი მიიწვიეს "განათლების საზოგადოების",[27][28] ისევე როგორც ოქსფორდის წმ. ჰიუს კოლეჯისა და კემბრიჯის წმ. ედმუნდის კოლეჯის[29] საპატიო მეცნიერ-თანამშრომლად. ამავდროულად, იგი იყო აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე ჯო რიჩარდსონის საზოგადოებრივი სკოლის მუდმივი სტუმარი, ხოლო, გარკვეული პერიოდი, "ინდუსტრიისა და საპარლამენტო ნდობის" ვიცე-პრეზიდენტი.

2011 წლის იანვარში, ბუთროიდი ამტკიცებდა, რომ პრემიერ-მინისტრის მოადგილე ნიკ კლეგის ზედა პალატის ზოგიერთ წევრთან დაკავშირებული გეგმები, რომელიც ითვალისწინებდა პირდაპირი გზით არჩევნების ჩატარებას, ბრიტანეთში კონსტიტუციურ არეულობას გამოიწვევდა: "ის არის უაზროდ დესტრუქციული, რადგან სათანადოდ არ იყო ჩაფიქრებული." იგი იყო შეშფოთებული იმის შესახებ, რომ არჩეული ლორდა პალატის წევრები დაუპირისპირდებოდნენ თემთა პალატის წევრებს და საფრთხეს შეუქმნიდნენ მათ შორის ძალთა გადანაწილებას.[30]

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

რედაქტირება

ბუთროიდი არ დაქორწინებულა და არც შვილები ჰყავს.[31][32] იგი 60 წლის ასაკში მოძრაობდა პარაპლანით, არდადეგებზე კვიპროსზე ყოფნის დროს. მან საკუთარი ჰობი დაახასიათა, როგორც ორმაგად "საყვარელი, მშვიდობიანი და გამამხნევებელი".[33] 1995 წლის აპრილში, მაროკოში ჩასვლის შემდეგ, ბუთროიდი, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე დიდი შტორმის გამო, ატლასის მთებში ჩარჩა. მისი ავტომობილი წაიღო მეწყერმა; ხოლო თავად, მთასვლელთა ჯგუფთან ერთად, ჩაეფლო ტალახში. მათი გადარჩენა მხოლოდ 9 საათის შემდგომ მოხერხდა.[34][35]

2023 წლის 26 თებერვალს, 93 წლის ასაკში, ბუთროიდი გარდაიცვალა კემბრიჯში, ადენბრუკის ჰოსპიტალში.[36] თემთა პალატის სპიკერმა, ლინდსი ჰოილმა მისი გარდაცვალება მომდევნო დღეს გამოაცხადა.[37] ბუთროიდი დაკრძალეს 29 მარტს, წმ. გიორგის ეკლესიაში, კემბრიჯშაირის სოფელ თრიპლოუს მახლობლად, სადაც უკანასკნელი წლები გაატარა.[38] დამსწრეთა შორის იყვნენ ლინდსი ჰოილი, პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და ოპოზიციის ლიდერი კეირ სტარმერი,[39] ხოლო ბუთროიდის ახლო მეგობარმა პატრიცია როუთლეჯმა იგალობა.[40]

საპატიო წოდებები

რედაქტირება

ბუთროიდმა მიიღო სულ მცირე 8 საპატიო ხარისხი, რადგან მრავალმა უნივერსიტეტმა სცნო მისი პოლიტიკური კარიერა და მიღწევები.[41] მათ შორისაა:

გარდა ამისა, 1994 წელს ბუთროიდმა მიიღო კემბრიჯის ნიუნამის კოლეჯის საპატიო მეცნიერ-თანამშრომლის წოდება.[47]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Miss Betty Boothroyd. ციტირების თარიღი: 13 May 2021
  2. Morris, Sophie (27 February 2023). „Baroness Boothroyd, first female Speaker of the House of Commons, has died aged 93“. Sky News. ციტირების თარიღი: 27 February 2023.
  3. Parliamentary career for Baroness Boothroyd – MPs and Lords – UK Parliament en. Parliament of the United Kingdom. ციტირების თარიღი: 13 May 2021
  4. „Betty Boothroyd: To Parliament and beyond“. BBC. 24 October 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 May 2009. ციტირების თარიღი: 21 January 2009.
  5. Betty Boothroyd Biography |. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 19 July 2019
  6. Baroness Boothroyd. Parliament of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. ციტირების თარიღი: 19 February 2016
  7. Political Correspondent (9 November 1957). „Sir Victor Raikes Resigns Seat“. The Times.
  8. Betty Boothroyd Autobiography Paperback – 3 Oct 2002 (synopsis). ASIN 0099427044. 
  9. Exhibition: Betty Boothroyd. Open University. ციტირების თარიღი: 3 May 2022
  10. London Borough Council Elections 7 May 1964. London County Council. ციტირების თარიღი: 3 May 2022
  11. Exhibition: Betty Boothroyd. Open University. ციტირების თარიღი: 3 May 2022
  12. EUROPEAN PARLIAMENT (MEMBERSHIP) (Hansard, 1 July 1975) (1 July 1975). ციტირების თარიღი: 13 January 2017
  13. Langdon, Julia (2023-02-27). „Lady Boothroyd obituary“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2023-03-29.
  14. Baroness Boothroyd. ციტირების თარიღი: 27 February 2023
  15. Tominey, Camilla (27 February 2023). „Betty Boothroyd, first female Speaker, dies aged 93“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 27 February 2023.
  16. BBC Parliament coverage of the election of the Speaker of the House of Commons, 22 June 2009;
  17. British Parliament's New Speaker Says 'Call Me Madam'. The Christian Science Monitor (29 April 1992). ციტირების თარიღი: 27 February 2023
  18. „Madam Speaker's career“. BBC News. 12 July 2000. ციტირების თარიღი: 3 May 2022.
  19. Rentoul, John (4 April 2019). „The House of Commons is so divided on Brexit it has had its first tied vote for decades“. The Independent. ციტირების თარიღი: 3 May 2022.
  20. Broadcast – BBC Programme Index. BBC (February 1997). ციტირების თარიღი: 3 May 2022
  21. „Boothroyd praised as 'national institution'. BBC News. 12 July 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 March 2014. ციტირების თარიღი: 19 November 2013.
  22. „No. 56014“. The London Gazette: 12206. 31 October 2000.
  23. The Rt Hon. Baroness Boothroyd OM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 25 March 2019
  24. Artwork – Baroness Boothroyd. ციტირების თარიღი: 29 July 2017
  25. „No. 56095“. The London Gazette: 719. 19 January 2001.
  26. „No. 57645“. The London Gazette: 6631. 20 May 2005.
  27. Newsletter 6, 15 October 2009, of the Society of Light and Lighting დაარქივებული 12 April 2016 საიტზე Wayback Machine. – website of the Chartered Institution of Building Services Engineers.
  28. House Heroes (23 November 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 25 March 2019
  29. St Edmund's College – University of Cambridge en. ციტირების თარიღი: 10 September 2018
  30. Kirkup, James (16 January 2011). „Betty Boothroyd attacks Nick Clegg's 'destructive' Lords reform“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 January 2011. ციტირების თარიღი: 29 July 2017.
  31. Langdon, Julia (27 February 2023). „Lady Boothroyd obituary“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 27 February 2023.
  32. „Betty: I refused three marriage proposals“. Belfast Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 27 February 2023.
  33. McSmith, Andy (12 July 2000). „Superstar who ruled MPs with an iron rod and a ready wit“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2019. ციტირების თარიღი: 5 April 2019.
  34. Superstar who ruled MPs with an iron rod and a ready wit.
  35. Madam Speaker's career.
  36. Tominey, Camilla (27 February 2023). „Betty Boothroyd, first female Speaker, dies aged 93“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 27 February 2023.
  37. „Former Commons Speaker Betty Boothroyd dies“. BBC News. 27 February 2023. ციტირების თარიღი: 27 February 2023.
  38. Betty Boothroyd: Funeral held for first woman Commons Speaker (29 March 2023). ციტირების თარიღი: 29 March 2023
  39. „Prime Minister leads tributes to "remarkable" speaker Baroness Betty Boothroyd at funeral“. ITV News. 29 March 2023. ციტირების თარიღი: 29 March 2023.
  40. „Betty Boothroyd: Funeral held for first woman Commons Speaker“. BBC News (ინგლისური). 2023-03-29. ციტირების თარიღი: 2023-03-30.
  41. The Rt Hon. the Baroness Boothroyd OM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2023. ციტირების თარიღი: 27 February 2023
  42. Honorary graduates chronological. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 29 July 2017
  43. Selected Honorands. ციტირების თარიღი: 29 July 2017
  44. Archived copy. ციტირების თარიღი: 27 May 2017
  45. Honorary degrees. ციტირების თარიღი: 29 July 2017
  46. 2003 – Betty Boothroyd to be awarded honorary degree – University of St Andrews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 29 July 2017
  47. Honoray Fellows. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2022. ციტირების თარიღი: 29 September 2022
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეტი_ბუთროიდი“-დან