ბესიკური
ბესიკური — ქართული ლექსის საზომი, დამკვიდრებული ბესიკის მიერ XVIII საუკუნეში, თოთხმეტმარცვლედი ორი ცეზურითმ ლოგაედებს შორის მოთავსებულია მეორე პეონი:
- –υ–υυ/υ–υυ/–υ –υυ
- "ტანო ტატანო, / გულწამტანო, / უცხოდ მარებო!" (ბესიკი)
მეორე პეონს ზოგჯერ ორი ქორე ენაცვლება, შეიძლება შეიცვალოს ქორესა და დაქტილის თანამიმდევრობაც ლოგაედებში:
- –υ –υυ/–υ–υ/–υυ–υ
- "სათის დალალნი, / შავნი თმანი, / ჰკიდავნ მას მშველად..." (დ. თუმანიშვილი)
თავდაპირველად ბესიკურს ახასიათებდა შინაგანი რითმები (ბესიკის, დავით რექტორის, დ. თუმანიშვილის, ზ. ბარათაშვილის, პ. ლარძისა და სხვების ლექსები); XIX საუკუნეში ალექსანდრე ჭავჭავაძემ, გრიგოლ ორბელიანმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ივანე მაჩაბელმა (შექსპირის თარგმნისას) ბესიკური შინაგანი რითმების გარეშე გამოიყენეს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ბესიკურითაა დაწერილი ორიგინალური თუ თარგმნილი სონეტები.
ლიტურატურა
რედაქტირება- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 341.