ბესარიონ ჭიჭინაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიჭინაძე.

ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძე (დ. 27 აპრილი, 1887, ტფილისი ― გ. 5 ოქტომბერი, 1937) — ქართველი ინჟინერ-ჰიდრომშენებელი, პროფესორი (1928).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1913-1916 წლებში მუშაობდა ბუხარის, 1916-1917 წლებში ტრაპიზონის რკინიგზების მშენებლობაზე. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის გზათა დეპარტამენტის დირექტორი. 1922-1927 წლებში იყო ზაჰესის მშენებლობის უფროსი, 1927-1930 წელებში რიონჰესის მშენებლობის უფროსი, 1930-1934 წლებში კი ამიერკავკასიის ენერგეტიკის სამმართველოს უფროსი. 1934-1937 წლებში მოსკოვში საკავშირო ტრესტ „ჰიდროენერგოპროექტის“ მმართველი და 1934-1937 წლებში მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის პროფესორი. 1931 წლიდან იყო სკკპ (ბ) წევრი.

1937 წლის მაისში დააპატიმრეს მოსკოვში, როგორც საქართველოში მოქმედი „ანტისაბჭოთა დივერსიულ-ტერორისტული ჯაშუშური მეამბოხე ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი“ და უცხო სახელმწიფოების აგენტი. გადაიყვანეს თბილისში. 4 ოქტომბერს სსრკ სამხედრო სასამართლოს უმაღლესმა კომისიამ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა. მომდევნო დღეს ჭიჭინაძე დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1955 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.703

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება