ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა
ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა (გერმ. Staatliche Hochschule für Musik Hanns Eisler Berlin) დაარსებულ იქნა 1950 წელს და წარმოადგენს ევროპის წამყვან სამუსიკო უმაღლეს სკოლას მთელს სამუსიკო ხელოვნებაში.
ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა | |
---|---|
Hochschule für Musik Hanns Eisler Berlin | |
დაფუძნდა | 1950 |
ატარებს სახელს | Hanns Eisler |
ტიპი | კონსერვატორია და საჯარო უნივერსიტეტი |
სტუდენტი | 532[1] |
ქალაქი | ბერლინი |
მხარე | ბერლინი |
ქვეყანა | გერმანია |
კავშირები | German Rectors' Conference[2] , Rektorenkonferenz der deutschen Musikhochschulen[3] და Kommunaler Arbeitgeberverband Berlin[4] |
www.hfm-berlin.de |
უმაღლესი სკოლა მდებარეობს ბერლინის ცენტრში და ატარებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორისა და მუსიკის თეორეტიკოსის ჰანს აისლერის (გერმ. Hanns Eisler) სახელს.
სამუსიკო უმაღლესი სკოლის მთავარი კორპუსი მდებარეობს ბერლინის ისტორიული ნაწილის შუაგულში - შარლოტენშტრასე 55-ში ბერლინის საკონცერტო სახლის (გერმ. Konzerthaus Berlin) მოპირდაპირე მხარეს ჟანდარმენმარქტზე (გერმ. Gendarmenmarkt). 2005 წელს ჩატარდა ფართო აღდგენითი სამუშაოები, როს შედეგადაც უმაღლესი სასწავლებელი გაფართოვდა და მას ახალი კორპუსი დაემატა შლოსპლატც 7-ში (გერმ. Schlossplatz) ნოიერ მარშტალის (გერმ. Neuer Marstall) შენობაში.
სამუსიკო უმაღლესი სკოლის განკარგულებაშია სიმფონიური მუსიკის ორკესტრი, კამერული მუსიკის ორკესტრი, გუნდი, სასწავლო ორკესტრი, აისლერ ვინდის სიმფონიური სასულე ორკესტრი, და აგრეთვე „ექო ანსამბლი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლის ოფიციალური გვერდი
- ვებგვერდი კრიტიკული ორკესტრი – ინტერაქტიული დირიჟირების სახელოსნო დაარქივებული 2020-09-29 საიტზე Wayback Machine.
- ახალი მუსიკის ინსტიტუტ „კლანგცაითორთ“-ის ( ≈ ჟღერის დროის ადგილი) ვებგვერდი
- ბერლინის ჯაზის ინსტიტუტის ვებგვერდი
- ბერლინის კარლ ფილიპ ემანუელ ბახის სამუსიკო გიმნაზიის ვებგვერდი