ბერთაყანა — კლდეში ნაკვეთი სახიზარი (ქვაბი) ჯავახეთში, სოფ. თმოგვის მახლობლად კლდოვან ფერდობზე (ახლანდელი ასპინძის რაიონი). სამსართულიანი კომპლექსი შეიცავს ერთმანეთთან გვირაბით დაკავშირებულ სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებულ გამოქვაბულთა ჯგუფებს. თითოეულ ჯგუფში ოვალური მოყვანილობის 1—3 სენაკია, ერთ-ერთ მათგანში ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ზოსიმე კუმურდოელი, რომელიც ჯავახეთის საეპისკოპოსოს განაგებდა XI საუკუნეში.

ლიტერატურა

რედაქტირება