ტერმინს „ბეჟან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბეჟან.

ბეჟან-ხანი — კახეთის გამგებელი 1677-1683. ირანის შაჰის მიერ დანიშნული მოხელე (ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით, გამაჰმადიანებული ქართველი გორჯასპი კახაბრიშვილი). ეყრდნობოდა აღმოსავლეთ კახეთის ველებში ჩამოსახლებულ ელებს (თურქმანულ ტომებს). თავის რეზიდენციად აქცია ქ. ყარაღაჯი (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი), სადაც სპარსული ყაიდის სასახლე ააგო. უნდოდა აქვე დაესახლებინა კახელი დიდებულები, მაგრამ ვერ შეუთანხმა მათ. კახეთის ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ ბეჟან-ხანი ფარულ და აშკარა ტერორს მიმართავდა. ხელს უწყობდა კახეთის მშვიდობიან სოფლებზე ლეკებისა და მომთაბარე ყიზილბაშების ავაზაკურ თავდასხმებს, განსაკუთრებით - ტყვეების მოტაცებას, რითაც კიდევ უფრო აიმხედრა ადგილობრივი მოსახლეობა. მის მოსაკლავად ქართლის მეფე გიორგი XI-ის ინიციატივით შეთქმულება მოეწყო, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს (1683) კახეთის თავკაცთა მოთხოვნით ირანის შაჰი იძულებული გახდა იგი სხვა მოხელით შეეცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება