ბენუა მალონი
ბენუა მალონი (დ. 23 ივნისი, 1841, პრესიე — გ. 13 სექტემბერი, 1893, ანიერი) ― ფრანგი პოლიტიკოსი, სოციალისტი. 1865 წელს შევიდა I ინტერნაციონალში. 1871 წელს იყო პარიზის კომუნის წევრი. კომუნის დამარცხების შემდეგ თავი შეაფარა შვეიცარიას. იქ მხარს უჭერდა ბაკუნინის მომხრეებს კარლ მარქსის წინააღმდეგ. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ იყო მუშათა პარტიის მემარჯვენე ფრთის ლიდერი. პ. ბრუსთან ერთად ებრძოდა ამ პარტიის მარქსისტულ ბირთვს და ხელი შეუწყო პარტიის გათიშვას. 1882 წლიდან ხელმძღვანელობდა პოსიბილისტებს. 1885 წელს დააარსა ჟურნალი „რევიუ სოსიალისტი“, 1889 წელს იყო გაზეთ „ეგალიტეს“ რედაქტორი.
ბენუა მალონი | |
---|---|
ფრანგ. Benoît Malon | |
დაბადების თარიღი | 23 ივნისი, 1841[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | პრესიე[4] |
გარდაცვალების თარიღი | 13 სექტემბერი, 1893[2] [3] (52 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ანიერ-სიურ-სენი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 390-391.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Sycomore / Assemblée nationale
- ↑ 3.0 3.1 GeneaStar
- ↑ Малон Бенуа // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.